შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, გამშვებ პუნქტ „დარიალიდან“ მოხდა დასაქმებულთა ევაკუაცია, პრევენციის მიზნით, დაკეტილია საავტომობილო გზა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

„მონიტორინგის მიზნით, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით, მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754052616

საზოგადოება

ვოლსკი პეტერ ფიშერის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავებაზე: პოლიტიკური ლიდერისგან სახლის დაქირავება ელჩის მხრიდან და შემდეგ ამ პოლიტიკური ლიდერის იდეების გაზიარება ერთ რამეზე მეტყველებს - ეს არის პოლიტიკური კორუფცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ეხმიანება გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის მიერ „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან სახლის დაქირავების ფაქტს....

გია ვოლსკი

1754052565

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო დევდორაკის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. „გ...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1754051151

საზოგადოება

საქართველო - თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 4 აგვისტოს, საქართველო - ბულგარეთის თამაშის ბილეთების რეალიზაცია კი 7 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს „დინამო არენაზე“ გამართავს. „ეროვნული ნაკრების“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმ...

საქართველო - თურქეთის მატჩ

1754050401

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლ...

ირაკლი კობახიძე

1754049725

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ სუსის 10 წლის იუბილეს - საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი

„გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს - ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა...

მიხეილ ყაველაშვილი