სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის რიგით 66-ე სესიის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე WIPO-ს გენერალურ დირექტორს დარენ ტანგს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა და საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი.
შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ დარენ ტანგს გადასცა „ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ“ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტის შეერთების სიგელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმოწერით. აღსანიშნავია, რომ აქტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 18 მარტს დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც ქართული უნიკალური პროდუქტების დაცვის არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მოიცვა ჟენევის აქტის ხელშემკვრელი 23 სახელმწიფო და 2 მთავრობათაშორისი ორგანიზაცია – ევროკავშირი და აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების უწყება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქპატენტისა და WIPO-ს ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ, სწორედ, WIPO-ს დიდი მხარდაჭერით (საქპატენტს, WIPO-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე), საქართველოში დაინერგა საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“. შემოდგომით სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებას გაუძღვებიან WIPO-ის აკადემიის აქტიური ჩართულობით შერჩეული, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მიუერთდა, ასევე, მარაკეშის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, საქპატენტის ვებგვერდი ადაპტირდა და დღეს სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
WIPO-ს გენერალურ დირექტორს საქპატენტის ხელმძღვანელმა აცნობა, რომ აქტიურად გრძელდება რეფორმა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გასაძლიერებლად. საგულისხმოა ისიც, რომ ქალაქ ქუთაისში, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ ჰაბში, მიმდინარეობს საქპატენტის სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მოწყობა, რომელიც სტრატეგიულ როლს შეასრულებს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში. სასწავლო ცენტრი გააერთიანებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცოდნის გავრცელებასთან დაკავშირებულ ყველა ფუნქციას და აღჭურვილი იქნება თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის WIPO-ს აკადემიასთან თანამშრომლობის მასშტაბებს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ გასულ წელს განახლებული ფორმატით ჩატარდა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ საქპატენტისა და WIPO-ს ერთობლივი საერთაშორისო სპეციალიზაციის კურსი. სოსო გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ გამორჩეული იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის აკადემიის (WIPO Academy) IPTI (ეროვნული IP ტრენინგ ინსტიტუტების) ინიციატივით ჩატარებული ტრენერთა გადამზადების სამეტაპიანი ინტენსიური პროგრამა, რომელსაც უძღვებოდნენ WIPO-ის აკადემიის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს გრძელვადიან ინიციატივებსა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
1752571587
ახალი ამბებიპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...
1752569521
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უ...
1752569004
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მოსალოდნელ ტემპერატურის მატებასა და ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. „გარემოს ეროვნული სა...
1752568213
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ მხოლოდ ქართველი ხალხის პირობებს ვასრულებთ, მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის - საქართველო შანტაჟს არ ექვემდებარება
მზად ვართ თანასწორუფლებიანი პარტნიორობისთვის და არა ვინმეს ვასალობისთვის, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკა...
1752566070
საზოგადოებაგიორგი გვარაკიძემ თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს გენერალური პროკურორის ახალი მოადგილე, გიგა ძნელაძე წარუდგინა. გიგა ძნელაძეს საქართველოს გენერალური პროკურატუ...