სოზარ სუბარი შალვა ჯანაშვილს: ყველა ამბობს, რომ 1 თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებაო და ამ დროს, თქვენ ხართ შვებულებაში, პრეზიდენტი იტალიაში, ბოკერია, კეზერაშვილიც გასულები არიან ქვეყნიდან. რანაირად მართავდით ქვეყანას?

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვისას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილეს შალვა ჯანაშვილს კითხვა დაუსვა.
დეპუტატმა შალვა ჯანაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შეჯამება გააკეთა და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც როკის გვირაბთან რუსული ჯარი იყო მობილიზებული და ქართული ჯარი ცხინვალთან იდგა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შვებულებაში იმყოფებოდა, საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში და საზღვარ გარეთ იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და თავდაცვის მინისტრიც.
„რასაც ვისმენ, სიტუაცია არის ასეთი - ყველა ამბობს, დაახლოებით 1 თვით ადრე გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებაო. ცხინვალიდან დაწყებულია მოსახლეობის გაყვანა, ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ჯარების წვრთნა მიმდინარეობს და როცა დამთავრდა, ნაწილები კი არ დააბრუნეს თავის ბაზებზე, არამედ დატოვეს როკის გვირაბთან მაქსიმალურად ახლოს. ამის შესახებ საჯარო სივრცეშიც იყო ინფორმაცია და შეუძლებელია დაზვერვას ეს არ სცოდნოდა. ჩვენი ძალების გარკვეული მობილიზება ხდება ცხინვალის მიმართულებით და ამ დროს, თქვენ ხართ შვებულებაში, მარმარისში ისვენებთ, პრეზიდენტი სააკაშვილი საუნაზე არის წასული იტალიაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, რომელიც არ იყო უბრალოდ მოადგილე, არამედ ბევრ რამეს წყვეტდა უსაფრთხოების საკითხებში, ქვეყნიდან გასულია, კეზერაშვილიც გასულია ქვეყნიდან. ტანკები და ჯარი 1 დღეში და 5 საათში რომ ვერ ჩავიდოდნენ იმ ტერიტორიაზე, 7 აგვისტოს უკვე იქ რომ იყვნენ, ეს ხომ თავისთავად ცხადია და რა ხდებოდა საერთოდ? დავიჯეროთ სიმართლეს არ გვეუბნებით და არ იყავით გასულები, თუ ასე არავის არ აწუხებდა ქვეყანაში რა ხდებოდა? რანაირად მართავდით ქვეყანას, ვერ ვხვდები?
სად იყავით, რომელ სასტუმროში, ხომ არ გახსოვთ?“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1743349774
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ პუტინზე ძალიან გაბრაზებულია და თუ შეთანხმება ვერ შედგება ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს
თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის რუს კოლეგაზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა. „ᲗᲣ ᲛᲔ...
1743348360
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ირანი თუ არ დადებს გარიგებას, იქნება დაბომბვა, ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე თუ უარს იტყვის, იქნება დაბომბვა და მეორადი ტარიფები. აშშ-ის...
1743348292
საზოგადოებაბაჩო ოდიშარია - რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც ქართულ ჯარს ომის დანაშაული დააბრალეს. ყალბი ნარატივი, თითქოს ნაცების რეჟიმის წარმომადგენლების გამოკითხვა ნიშნავს ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულებას, ემსახურება ნაცების ჩადენილის დაფარვას
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია „ფეისბუქზე“ პოსტს აქვეყნებს, სადაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხ...
1743344620
მსოფლიოტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ტონგის მახლობლად 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „ესოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, კუნძულოვანი სახელმწიფოს ახლოს ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გაიცა გაფრთხილება. აშშ-ის გ...
1743344439
ახალი ამბებითინა ბოკუჩავა: ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ერთიანი პოზიციები არ არსებობს
ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, ყოფილ პრეზიდენტ, სალომე ზურაბი...