სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ.

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დაიწყება დილის 09:00 საათზე. ღვთისმსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად. 

12:15 საათზე ტაძარში მიბრძანდება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ ფეხით მსვლელობით.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1774126869

ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვე...

სამების ტაძარი

1774126066

ახალი ამბები

პატრიარქის დაკრძალვის პროცესია სამებიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით გამსახურდიას სანაპიროზე სიონის ტაძრამდე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესიის შესახებ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების ს...

ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება

1774125108

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიიდან 200-მდე დელეგატს ველოდებით - სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს ხაზს უსვამს, რომ პატრიარქის მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1774124144

ახალი ამბები

ბარსელონაში პატრიარქის ნათლულები მისი ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ

კატალონიის გულში პატრიარქის ნათლულები შეიკრიბნენ. სიმბოლურად, თეთრი ვარდებით ხელში, ისინი საქართველოში მყოფ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ნათლულებს შეუერთდნენ. საქართველოსგან შორს, ბარსელონას ქართუ...

ბარსელონაში პატრიარქი

1774123415

ახალი ამბები

შსს: 22 მარტის 02:00 საათიდან კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზღუდება მესხიშვილის ქუჩაზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 22 მარტის 02:00 საათიდან კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოძრაობა შეიზ...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო