პატრიარქის დაკრძალვის პროცესია სამებიდან გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით გამსახურდიას სანაპიროზე სიონის ტაძრამდე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესიის შესახებ საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ, გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.
გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
1774118466
ახალი ამბებივატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია -კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ
კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და...
1774117579
ახალი ამბებიარქიმანდრიტი გრიგოლი: შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი, მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა, მამა იყო
„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრ...
1774115812
ახალი ამბებიმარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა
„როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია...
1774113020
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა
უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო...
1774111321
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა
„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერე...































