ანდრია ჯაღმაიძე: სხვადასხვა ეკლესიიდან 200-მდე დელეგატს ველოდებით - სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს ხაზს უსვამს, რომ პატრიარქის მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამების ტაძარში ხვალ, 22 მარტს ლიტურგია დილის 09:00 საათზე დაიწყება.

„დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყება წესის აგების მსახურება. ამ დროს ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, სხვა დელეგაციის წევრები და ვფიქრობთ, რომ 15:00 საათისთვის აქედან დაიწყება გადასვენების ცერემონია, გზა, რომელსაც პატრიარქი უკანასკნელად გაივლის სამების ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძრამდე. მარშრუტი იქნება იგივე, როცა პატრიარქი საპატრიარქოდან სამების ტაძარში ამოასვენეს.
მნიშვნელოვანია, მრევლს, რომელმაც ტაძარში ვერ მოახერხა პატრიარქთან დამშვიდობება, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გზაზე სამგლოვიარო მსვლელობისას. მარშრუტის გასწვრივ დაორგანიზდება ცოცხალი დერეფანი“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალ პატრიარქის დაკრძალვაზე არაერთი უმაღლესი სასულიერო პირი ჩამოვა.

„სხვადასხვა ეკლესიიდან 200-მდე დელეგატს ველოდებით. სამძიმარი მოგვდის არა მხოლოდ მართლმადიდებლებისგან, არამედ სხვა რელიგიური საზოგადოებისგანაც და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ მისი მსახურება იყო კაცთმოყვარეობაზე და ეს კაცთმოყვარეობა სწვდებოდა ყველას“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774118466

ახალი ამბები

ვატიკანის დელეგაცია უკვე საქართველოშია -კარდინალი და მისი თანმხლები პირები ვატიკანიდან პატრიარქის დაკრძალვისთვის ჩამოვიდნენ

კარდინალ კურტ კოხისა და ამავე დიკასტერიის თანამშრომელს მონსენიორ ლადრაპა იარომირს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პაპის დესპანი, მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, მრჩეველი მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია და...

ვატიკანის დელეგაცია

1774117579

ახალი ამბები

არქიმანდრიტი გრიგოლი: შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი, მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა, მამა იყო

„შეგეძლო, პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრ...

არქიმანდრიტი გრიგოლი

1774115812

ახალი ამბები

მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა

„როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - განაცხადა კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია...

მარიკა კვალიაშვილი

1774113020

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1774111321

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ორმაგი გრძნობა მეუფლება ამ დღეებში - წუხილის, სევდის და ამავდროულად დიდი სიხარულის და სიამაყის შეგრძნების იმიტომ რომ, ერთხელ დაიბადე ადამიანი ამ წუთისოფელში და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა

„კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. მისი თქმით, პატრიარქმა შექმნა არქიტექტურა სულიერე...

საზოგადოეა