თამარ გაბუნია: ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის
"ვირუსული ინფექციების გავრცელება კლებისკენ მიდის, ეს კლინიკურ სექტორსაც ეტყობა, დეკემბერში კიდევ უფრო დასტაბილურდება ვითარება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები ერთგვარი დამცავი აღმოჩნდა გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსებისგანაც, ამან, თავის მხრივ, იმუნიტეტის ჩავარდნა გამოიწვია.
"მნიშვნელოვნად შემცირდა რესპირაციულ-სენციტიური ვირუსის გავრცელებაც, რომელმაც ორ წლამდე ასაკის ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს გართულება, ბრონქიოლიტის სახით.
წელს სეზონური ვირუსების ცირკულაციას ჩვენი ორგანიზმი მოუმზადებელი შეხვდა და ის ტალღაც უფრო ადრე გამოვლინდა, რომელიც სხვა დროს, დეკემბრის ბოლოს იწყება ხოლმე.
დღეს ძირითადად ცირკულირებს ადენოვირუსი, არის გრიპის ვირუსებიც, რომელიც ყოველთვის არსებობდა.
თუმცა, ისევ და ისევ შესუსტებული იმუნიტეტიდან გამომდინარე, შესაძლოა, კლინიკური მიმდინარეობა უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე სხვა დროს, სხვა შემთხვევაში იქნებოდა", – აღნიშნავს თამარ გაბუნია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1738858175
მსოფლიო„ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის“ - თეთრი სახლი USAID-ის მიერ თანხების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების მაგალითებს აქვეყნებს
თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქ...
1738856243
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება
„თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...