თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ
„ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი და ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოყენებას ეხმიანება.
როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, რადიკალების მხრიდან გამოყენებულია საბჭოთა რეპრესიების დროს დანერგილი მეთოდი, როცა მიზანმიმართულად ანადგურებდნენ განათლებულ ადამიანებსა და ეროვნულ მოღვაწეებს.
„ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და მწერლის მისამართით გამოვლენილი სიძულვილი იმ ძირითადი ხაზის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევას ისახავს. ერის ისტორიული მეხსიერების წაშლა მარტივია, როცა შლი ერის სულიერ საყრდენს და ამ უკანასკნელს საზოგადოების სინდისად აღიარებული ადამიანების გაუფასურებითა და დაკნინებით ცდილობ. ეს და სხვა მანამდე გამოვლენილი ღია განწყობები, მოხდეს მოღვაწეების დამცირება, ემსახურება ძირითად მიზანს, მოხდეს ერის ისტორიის დისკრედიტაცია და ახალ თაობაში მორალურ კულტურული საყრდენის არსებულიდან გადანაცვლება. ნოდარ დუმბაძე გურიის სული და სიმბოლოა. მან თავისი უნიკალური ნიჭით, იუმორითა და სიკეთით გურული ხასიათი მთელ მსოფლიოს დაანახა და შეაყვარა. მისი შემოქმედება არის მარადიული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, ქვეყანაში შენი კუთხე და ხალხი. საქართველოში ცოტა ადამიანია, ვისაც დუმბაძის ერთი მოთხრობა მაინც არ აქვს წაკითხული და იქიდან მისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრების კრედოდ არ აქცია.
ასე რომ, ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ყველა ამ ქართველის შეურაცხყოფაა. ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენის პოდკასტში გამოიყენება თავისუფლება კი არა, ის ბნელი მეთოდია, რომელსაც ისტორიულად ძირითადად საოკუპაციო რეჟიმები იყენებდნენ (მაგალითად, საბჭოთა რეპრესიების დროს, როდესაც ანადგურებდნენ განათლებულ ელიტას, აკნინებდნენ ეროვნულ მოღვაწეებს) და ვფიქრობ საზოგადოებისთვის ავტორიტეტების ნგრევის მიზანთან ერთად თავად ამ პოდკასტით ჩაფიქრებულ მათივე „თავისუფლების“ მიზანს სცდება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...
1784640332
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...
1784639221
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6301 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6315 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784638062
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაალკოჰოლური სასმელების საწარმოებში დარღვევები გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში არსებული არაალკოჰოლური სასმელების წარმოებები შპს „სურნელი 2008“ (მისამართი: თავაძის ქ 12) და ინდივიდუალ...
1784636843
საზოგადოებალევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია
„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აერო...



























