1-ელი იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 1-ელი იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება.
მასშტაბური ამნისტია შეეხებათ მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.
ამნისტია არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების თანახმად, ის პირი, რომელსაც 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩადენილი აქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) ან/და 123-ე (საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა) მუხლებით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელისგან − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, თუმცა იგი მაინც მიიჩნევა ადმინისტრაციულ სახდელდადებულად.
1767247141
საზოგადოებაგელაძე: ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შს სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყველას გილოცავთ ახალ, 2026 წელს!
შს მინისტრი გეკა გელაძე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. „ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყვე...
1767213777
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა
2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდ...
1767212891
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. „ახალ წელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს, მოსწავლეებს...
1767212398
მსოფლიოკახა კალაძე: მჯერა, თბილისი მუდამ იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“, იქ, სადაც სიკეთე გვაერთიანებს, შენდება მომავალი
ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ეს არის დღესასწაული, რომელიც ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს მთელ მსოფლიოს საერთო მიზნებითა და სურვილებით – იყოს მშვიდობა დედამიწაზე და...
1767211435
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას დამდეგი 2026 წელი მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2025 წელს ქართველებმა მათთვის დამახასიათებელისიმტკიცე გამოავლინეს და ქვეყნის სუვერენიტეტ...



























