2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2026 წლის პირველი იანვრიდან, ვეტერინარის საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე აიკრძალება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად პირი ვალდებულია, მიმართოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარუდგინოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი, ვეტერინარის სერტიფიკატი ან შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემოდა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადა 2030 წლის პირველ იანვრამდე განისაზღვრება.

წესი არ ვრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროგრამების/პროექტების (რომლებიც უშუალოდ არ ეწევიან ვეტერინარულ პრაქტიკას) ვეტერინარების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.

ვეტერინარის საქმიანობის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: საერთაშორისო სტანდარტის ვეტერინარული სერვისების მიწოდებას, მოქალაქეებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას არაკვალიფიციური პრაქტიკის აღკვეთას, ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირების უფლებების დაცვას.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1767247141

საზოგადოება

გელაძე: ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შს სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყველას გილოცავთ ახალ, 2026 წელს!

შს მინისტრი გეკა გელაძე მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. „ძვირფასო მოქალაქეებო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო, მეხანძრე-მაშველებო, ოფიცრებო, რიგითებო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთგულო თანამშრომლებო – ყვე...

გეკა გელაძე

1767213777

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა

 2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდ...

ირაკლი კობახიძე

1767212891

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. „ახალ წელს გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით, მასწავლებლებს, აკადემიურ პერსონალს, მოსწავლეებს...

გივი მიქანაძე

1767212398

მსოფლიო

კახა კალაძე: მჯერა, თბილისი მუდამ იქნება „სიკეთით სავსე ქალაქი“, იქ, სადაც სიკეთე გვაერთიანებს, შენდება მომავალი

 ახალი წლის დადგომა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ეს არის დღესასწაული, რომელიც ერთ მუშტად კრავს და აერთიანებს მთელ მსოფლიოს საერთო მიზნებითა და სურვილებით – იყოს მშვიდობა დედამიწაზე და...

კახა კალაძე

1767211435

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მოსახლეობას დამდეგი 2026 წელი მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 2025 წელს ქართველებმა მათთვის დამახასიათებელისიმტკიცე გამოავლინეს და ქვეყნის სუვერენიტეტ...

მიხეილ ყაველაშვილი