თბილისის მერმა მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მშენებლობა დასრულებული კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მისაღებად შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს

თბილისის მერი მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში მყოფი მშებლობადასრულებული საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში დროულად მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.
როგორც კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც 10 000-მდე ოჯახს ეხება.
„როგორც მოგეხსენებათ სამშენებლო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და ზედამხედველობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ჩვენთვის, მათ შორის არის ქალაქში მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის დადასტურება.
ამ კუთხით წლების განმავლობაში არსებობდა კონკრეტული გამოწვევები, რაც უკავშირდებოდა სხვადასხვა არქიტექტურული დარღვევის გამო მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღების პრობლემას. აღნიშნული პრობლემის გამო, ათასობით ოჯახს, კეთილსინდისიერ მესაკუთრეებს ექმნებოდათ სირთულეები, ცხოვრობდნენ უმძიმეს პირპობებში, რადგან მათი საცხოვრებელი კორპუსი არ იყო დასრულებული. ვინაიდან მათ საკუთრებას არ ჰქონდა დასრულებულის სტატუსი, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ვერ იქმნებოდა ბინამეთსაკუთრეთა ამხანაგობები და მესაკუთრეები ვერ სარგებლობდნენ მუნიციპალური პროგრამების სიკეთეებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა მსგავსი სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი, პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება და 2023 წლის 27 ივლისამდე ხდებოდა განაცხადების მიღება მსგავსი ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით.
მერის ინფორმაციით, აღნიშნული წესის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული საექსპერტო ბიუროების დასკვნებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ექსპლუატაციაში უკვე მიღებულია 910 დასრულებული შენობა, 30 000-მდე ოჯახმა (მესაკუთრემ) მიიღო უფლებრივად უნაკლო ქონება და შესაძლებლობა ისარგებლონ ბისათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამებით და სხვა მუნიციპალური სერვისებით.
„ასევე, დროებითი წესის ფარგლებში, ამჟამად, განხილვის პროცესშია 230 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რომელიც ეხება 10 000-მდე ოჯახს (მესაკუთრეს). ვინაიდან, აღნიშნულ კორპუსების მცხოვრებლების მხრიდან შემოვიდა არაერთი თხოვნა, მინდა, დავავალო მუნიციპალურ ინსპექციას, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, პროცესის დაჩქარებისა და აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსების დროულად ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, ადგილზე ობიექტის შეფასების, კანონდებლობით წარმოსადგენი დოკუმენტაციიის მომზადების ხელშეწყობისა და დამატებითი კონსულტაციების კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტმა გაამკაცრა კანონმდებლობა შენობების ესპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით, რათა გაზრდილიყო ერთი მხრივ, მშენებლობის ხარისხი და მეორე მხრივ, დაინტერესება და მოტივაცია ნებართვის მფლობელი სამშენებლო კომპანიების/დაინტერესებული პირების, დროულად მოახდინონ მშენებლობადასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებაზე მომართვა და სანებართვო პიროებების შესრულების დადასტურება.
„ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგები, გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ასევე ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი. 2018 წლიდან დღემდე მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედი კანონმდებლობის, სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და სანებართვო პირობების დაცვით აშენებული 7 000-მდე შენობა მიიღო ექსპლუატაციაში“, -აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, მესაკუთრეების კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, გაამკაცროს მონიტორინგი და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ზომა იმ შემთხვევებზე, როდესაც მშენებელობა დასრულებულია და არ ხდება დამკვეთის/კომპანიის მხრიდან ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
1754466024
საზოგადოებაპროკურორი დათაშვილის ექსპერტიზაზე: მსგავსი ექსპერტიზა უტარდება ბევრ ადამიანს და მიზანი არა სადამსჯელო ღონისძიების გატარებაა, როგორც ამაზე არასწორად ხდება ყურადღების გამახვილება, არამედ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენაა
მსგავსი ექსპერტიზა უტარდება ძალიან ბევრ ადამიანს და მიზანი არა ვინმეს მიმართ სადამსჯელო ღონისძიების გატარებაა, როგორც ამაზე არასწორად ხდება ყურადღების გამახვილება, არამედ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგ...
1754465916
საზოგადოებაპროკურორი ნინო დათაშვილის ექსპერტიზაზე: ხაზგასმით ვამბობ, რომ არა მსგავსი შინაარსის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოდგენა დაცვის მხარის მიერ, ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ბრალდების მხრიდან არც დადგებოდა
პროკურორი დავით ყაზარაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ნინო დათაშვილისთვის ექსპერტიზის დანიშვნის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბრალდებულისთვის ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა გა...
1754465813
საზოგადოებასპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპიურ ნაკრებს ევროპის პარათამაშებზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ახალგაზრდულ პარალიმპი...
1754463540
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურმა ივლისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 18 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივლისის თვეში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...
1754462685
მსოფლიორუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ, რომელიც ქვეყანას კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ გარდამავალ პერიოდში მართავდა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ტელეარხი აღნიშნავს,...