თენგიზ შარმანაშვილი ახალაიას აღიარებაზე: რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და თავისიანებსაც არ დაინდობენ

„ეს ამ ადამიანების ჩვეული სტილია. არ გეგონოთ, რომ მეგობრობა და ძმობა აქვთ ერთმანეთთან, თუნდაც, პოლიტიკური“, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ბაჩო ახალაიას აღიარებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის სახელმწიფოს დამხობის საქმეში თავად არ მონაწილეობდა.

შარმანაშვილი ყველას ურჩევს, მოემზადონ სასამართლო განხილვებისთვის, ვინაიდან საქმე ძალიან მძიმეა და მარტივად თავს ვერ დააღწევენ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავისი კეთილდღეობისთვის, ჯერ წინა ხელისუფლების დროს ისეთ რაღაცებს ჩადიოდნენ, რომლის წარმოდგენაც კი ძნელია. მე ამ საგამოძიებო კომისიის წევრი ვიყავი და მეგონა, რომ რაღაცები მაინც ვიცოდი და აღმოჩნდა, რომ იმის მეათედიც არ მცოდნია, რასაც ისინი ჩადიოდნენ. ამას აგრძელებენ მას შემდეგ, რაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან. ერთმანეთთან დამოკიდებულებაც ასეთი აქვთ. რა დამოკიდებულებაც აქვთ თავისი ქვეყნისადმი, ის დამოკიდებულება აქვთ თავისი თანამებრძოლისადმი. ოღონდ თვითონ იყვნენ კეთილდღეობის უმაღლეს წერტილზე და არც თავისიანებს დაინდობენ. არავის დაინდობენ ამ ქვეყანაზე. ამ მორალის ადამიანებთან გვაქვს საქმე. მთავარი რაც უნდა აღინიშნოს, ეს მტკიცებულებები არის ძალიან სერიოზული და მათი პოლიტიკური განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, არაფრად გამოადგებათ. მათ ვურჩევ, სერიოზულად მოემზადონ სასამართლო განხილვისთვის, რადგან იმდენად მძიმე და უტყუარი მასალებია ასე ადვილად თავს ვერ დაიძვრენენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766911913

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიან...

ახალქალაქი-კარწახი

1766909058

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: კითხვა ისაა, უკრაინისთვის რა უსაფრთხოების გარანტიების მიცემისთვისაა მზად პრეზიდენტი ტრამპი

„უკრაინისთვის უსაფრთხოების ამერიკული გარანტიები ტრამპზეა დამოკიდებული“, - განაცხადა შეერთებული შტატებისკენ მიმავალმა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავის ბორტზე ისიც აღნიშნა, რომ იუ...

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

1766907052

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციის მცდელობაში. როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა

„წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ რე...

გიორგი სოსიაშვილი

1766904708

საზოგადოება

ნანა ჟორჟოლიანი: ჭყონია აძლევს ყველა ოპო არხს [ფულს] რომ ფეხზე იდგნენ. დღემდე აფინანსებს გადაცემებს

მკიდია მადლობები. მთავარია ეს კაცი საქმით რას აკეთებს. ამ კომპანიამ გადაგვარჩინა დახურვას. დღემდე აფინანსებს გადაცემებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს არხს სჭირდება არსებობისთვის და არა მას, - წერს ოპოზიციონერი...

ნანუკა ჟორჟოლიანის

1766903786

ახალი ამბები

პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 2 პირი: 19...

დაკავება, პოლიცია