გიორგი სოსიაშვილი ახალაიაზე: ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული რევოლუციის მცდელობაში. როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა
„წუთების და წამების სიზუსტით ჩატარდა საგამოძიებო პროცესი და ხელის გულზე დაიდო, თუ რა სახის რევოლუციური გეგმის განხორციელების მცდელობას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ადამიანი პირდაპირ იყო ჩართული ამ რევოლუციის მცდელობაში“, - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა ბაჩო ახალაიაზე საუბრისას. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალაია ახლა თავის დაძვრენას ცდილობს.
„როდესაც დაინახა, რომ გამოძიებას ვეღარ გაუსხლტებოდა, ამ პროცესიდან თავის დაძვრენა სცადა. თავის დაძვრენის ეს მეთოდები მათთვის არახალია. მათ ახასიათებთ, როდესაც ხალხს წააქეზებენ, მიიყვანენ, გააბრიყვებენ და შემდეგ გამოძვრებიან და გვერდზე რჩებიან. ბუნებრივია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ გამართულ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს სუვერენიტეტი, მყარი ინსტიტუტები და თავისთავად ცხადია, რომ ასეთ დაძვრენის მცდელობას სახელმწიფო არავის აპატიებს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.
ბაჩო ახალაიამ 9 ოქტომბრის ინტერვიუში აღიარა სხვისი დანაშაული სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, თავად კი ამას გაემიჯნა.
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე მას ბრალდება წარუდგინა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავა.
1766865760
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი: მე და ჩემი გუნდი მოუთმენლად ველით, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია, უფრო ძლიერი გავხადოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტ ახალგაზრდას დავეხმაროთ წარმატების მიღწევაში
„მეგობრებო, ყველამ კარგად იცით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ამირჩია. მინდა ჩვენი პარტიის ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამებრძოლს უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმ...
1766861816
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას - ერთი მხრივ ემიჯნებოდე, აშავებდე და მეორე მხრივ ამბობდე, რომ ის არის პოლიტპატიმარი, ეს მხოლოდ დღევანდელ სახე დაკარგულ ოპოზიციას შეუძლია
„ოპოზიცია თავის განცხადებებში თავადვე ემიჯნება ახალაიას. თავადვე იციან, რომ ახალაია საქართველოში, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, დისკრედიტირებულია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლ...
1766859630
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი ბაჩო ახალაიაზე: ახლა აბრალებს ბურჭულაძესა და მის თანამონაწილეს, რომ ისინი იყვნენ ამ ყველაფრის უკან და რატომღაც ამ ყველაფერში თავად არ მონაწილეობდა
„მე არ მეგულება ადამიანი, ვისაც კითხვის ნიშანი ექნება ბაჩო ახალაიას საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამ...
1766858373
ახალი ამბებიპრემიერი: ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევები
„ათი წლის იუბილე აღინიშნება მას შემდეგ, რაც ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ჩაუდგა სათავეში ფეხბურთის განვითარების საქმეს და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის განსაკუთრებული...
1766855731
ახალი ამბებიკახა კალაძე: წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა
„წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმ...






























