შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას, ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის
„ჩემს გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ყოველწლიურად ჩვენ თითოეული შეჯიბრიდან თუ ტურნირიდან მაქსიმალურ შედეგს ველით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრების და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მეტს გვინდა მივაღწიოთ, გვინდა რომ საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ გვწყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგანაც თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ, მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება.
„მეორე მხრივ კი, ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და მოტივაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება.
წლების წინ არსებობდა პოპულარული სპორტის რამდენიმე სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სრულად შეიცვალა.
ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს.
ყველაფერ ამის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც მის ფედერაციასთან ერთად ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდით მადლობას.
მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
1773053369
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს
მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდ...
1773052564
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად ისტორიაში მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში და ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება
ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბე...
1773051494
ახალი ამბებიგორში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს
გორში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევე...
1773050507
ახალი ამბებისამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პროირანელი კანდიდატი
მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერ...
1773049270
ახალი ამბებიკახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლ...































