პრემიერი: 2004 წელს გაწევრიანდნენ ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო დიდი სხვაობა, 2003 წლის შემდეგ 18%-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში 20%-ით

2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტატისტიკა აჩვენებს, თუ რატომ არის ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები განმსაზღვრელი ფაქტორი.

„მინდა, მოვიყვანო სტატისტიკური მაჩვენებელი, რაც ემიგრაციას უკავშირდება, რატომ არის ეკონომიკა განმსაზღვრელი ფაქტორი, ეკონომიკა პლუს გახსნილი საზღვრები. როდესაც ლიეტუვის და ლატვიის მოქალაქეებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საზღვრები, ეს მოხდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, 2004 წელს გაწევრიანდა ლიეტუვა და ლატვია ევროკავშირში და შესაბამისად, მათ მიეცათ უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ეკონომიკებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა, ლიეტუვის მოსახლეობა, 2003 წლის შემდეგ შემცირდა 3 415 000-დან 2 800 000-მდე, 18%-ით, 615 000-ით დაიკლო ლიეტუვის მოსახლეობამ, ლატვიის შემთხვევაში მოსახლეობა იყო 2003 წელს 2 289 000 და შემცირდა 1 836 000-მდე, დაიკლო 20%-ით, 453 000 ადამიანით. ამას აჩვენებს, რომ ეკონომიკებს შორის თუ არის დიდი სხვაობა, საზღვრებიც თუ არის გახსნილი, არის ბუნებრივი ტენდენცია მიგრაციის და ამის მსხვერპლია ჩვენი ქვეყანაც. არის ჯერ კიდევ ეკონომიკებს შორის სხვაობა, საზღვრები გაიხსნა, შესაბამისად, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი