თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, მსოფლიო პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს თანაგრძნობა გამოუცხადა
თეოლოგი გოჩა ბარნოვი მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ბართლომე I-მა მიხეილ სააკაშვილის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.
თეოლოგი მსოფლიო პატრიარქს კონსტანტინოპოლში შეხვდა.
"პატრიარქი, ყოვლად უწმინდესი, იყო ინფორმირებული როგორც პოლიტიკური პროცესებით საქართველოში, იმიტომ, რომ ის ადევნებს თვალს ყველა ქვეყანაში რა ხდება, ასევე საეკლესიოც, მაგრამ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს.
მან იცის საქართველოში რა ხდება, იცის ეს პროცესები რაც ახლა მიდის და სხვათა შორის, მინდა ვთქვა, მან განაცხადა, რომ წმინდა ადამიანური გადასახედიდან, პოზიციიდან, ის თანაგრძნობას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში და მას უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას.
ეს ჩვენ გვითხრა, მაგრამ წმინდა ადამიანური პოზიციიდან გამომდინარე", - თქვა გოჩა ბარნოვმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
1711620000
ბიზნესილარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა
27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...
1711616400
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...
1711612800
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...
1711609200
მსოფლიოუცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი
უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...
1711605600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...