თეთრეულიდან, რომელსაც თითქმის არ ვხმარობდით - ხატი გადმოვარდა... იმ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გასაჭირი მედგა და ამიტომ დაბრუნდა - დინა მირცხულავა

მწერალი და ჟურნალისტი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დინა მირცხულავა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„დიდი ვიყავი, როცა სვეტიცხოვლის ტაძარში მოვინათლე.
უხუცესმა მღვდელმა (მამა არსენი) მცხო მირონი იმ დღეს და სხვათაშორისად უთხრა მედავითნეს, ხატი აჩუქე- ო.
- რომელი, მამაო.
- სულერთია.
რამდენიმე წამში გულზე პატარა „სულერთია“ ხატი მყავდა მიხუტებული.
ხატზე ღვთისმშობელს შვიდი ისარი ეჭირა და თავი ოდნავ გადაეხარა მარჯვნივ.
როცა დღეები მომდევდნენ, როცა დღეები ბოროტ ადამიანებს ემსგავსებოდნენ და კვალში მედგნენ.
და მაშინაც, როცა ადამიანები დღეებივით ავდარდებოდნენ, გადაუღებლად წვიმდნენ და წვიმდნენ და გზებს მიტალახებდნენ, შვიდისრიან ღვთისმშობელს გულზე მივიხუტებდი, ჩემებურად ვლოცულობდი და ცრემლებით ვაოტებდი.
მიტანდა.
მიძლებდა.
ვუყვარდი.
იქ, იმ უძველესი ტაძრის უხეცესმა მღვდელმა, მგონია, ზუსტად გამოიცნო, რომ მხოლოდ შვიდისრიანი ღვთისმშობელი თუ გამიმარტივებდა მოსალოდნელ სიმძიმეებს.
იმ წვიმიან დღეს მთელი სახლი გადავქექე ერთხელ კი არა, ასჯერ, მაგრამ ხატს ვერ მივაგენი.
გათენებისთანავე სვეტიცხოველში გავიქეცი.
ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები.
- ხატები არ იკარგებიან, ისინი მიდიან - წლების მერე კიდევ უფრო მოხრილიყო ბეჭებში მამა არსენი
- რატომ წავიდა ?
- შენზე მეტად სხვას სჭირდებოდა ალბათ და იმიტომ - როგორც იქნა ამომომხედა და შემათვალიერა.
-ტფუი სიბერე ! მომკალი და არ მახსოვხარო - მითხრა.
(ჯანდაბა !)
თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილიყო ეს.
წლების მერე, როცა ჩემი ძმა წავიდა და დედამ მთხოვა კარადის ზედა თაროზე ჩაკეცილი თეთრეულიდან, რომელსაც თითქმის არ ვხმარობდით - თეთრი ზეწარი ამერჩია- ხატი გადმოვარდა.
იმ დღეს მივხვდი, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი გასაჭირი მედგა და ამიტომ დაბრუნდა.
იმ დღის მერე დავფოფინებ და ვეჩურჩულები :
ჩემზე მეტად ან ჩემნაირად არასოდეს არავის გაუჭირვო, ღმერთო, ამ ისედაც ჭირვეულ დედამიწაზე, რომ აღარასოდეს დამტოვოს შვიდისრიანმა ღვთისმშობელმა...",-წერს, დინა მირცხულავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 დაიღუპა შვიდი და დაშავდა 32 ადამიანი - შემზარავი ტრაგედია ბრაზილიაში (ვიდეო)
🔵ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, არიან დაჭრილები - ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.