მკვლელი ნარკოტიკი, რომლის ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

მკვლელი ნარკოტიკი, რომლის ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო,- ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს.
„თეთრი ჩინელი„ ასე უწოდებენ მას რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში," - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ სიხარულიძე.
„ფენტანილი და მისი ანალოგები არის სინთეზური ოპიატები ისევე, როგორიც არის კარფენტანილი, რემფენტანილი და სხვა. ის 10000 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე მორფინი და 1000 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე სამედიცინო ჰეროინი.
დღეს მსოფლიოში კარფენტანილით ზედოზირებამ და სიკვდილმა ეპიდემიის სახე მიიღო. ის რომ კარფენტანილი არის საქართველოში ეს ეჭვს არ ბადებს, ოღონდ რა რაოდენობით, ვინ მოიხმარს და რა სახით, სამწუხაროდ დღეს არავინ იცის.
შავ ბაზარზე რა ხდება ვერცერთი ექსპერტი და ვერც ხელისუფლება ვერ იტყვის რადგან ეს მხოლოდ ეჭვებზე და ვარაუდებზე არის დაფუძნებული და არანაირი კვლევა არ ტარდება. ის ფაქტი რომ კონტროლი რთულია ესეც მართალია, ის იყიდება ინტერნეტ პლატფორმებზე და მისი მოპოვება არც ისე რთულია!!
ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ!
„თეთრი ჩინელი“ ასე უწოდებენ მას რუსეთში და პოსტსაბჭოთა სივრცეში. რატომ ასაღებენ მას და ურევენ სხვა სტიმულატორებში? ვინაიდან თავისი სტრუქტურიდან და ბიოქიმიიდან გამომდინარე ის თავიდან როგორც სტიმულატორი მოქმედებს, მერე ადამიანი გადადის ღრმა ძილში და ვითარდება ოპიატებისთვის დამახასიათებელი ზედოზირების ნიშნები- სუნთქვის და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, კომა და სიკვდილი!!
რა უნდა გავაკეთოთ რომ ეს არ მოხდეს?
1. არ მივიღოთ უცნობი ნარკოტიკი რომელსაც ასაღებენ, როგორც უვნებელ და გასართობ საშუალებად!! ყველაზე დიდი საფრთხეში არის ის ვინც რეკრეაციული მიზნით მოიხმარს ნარკოტიკს, რადგან ტოლერანტობა აქვს ნარკოტიკის მიმართ პრაქტიკულად ნული!
2. ვეცადოთ გამოვიყენოთ ტესტები, რომლებიც გვანახვებს რა სახის ნარკოტიკია. ეს დღეს შესაძლებელია საქართველოში და შეგიძლიათ მიმართოთ ორგანიზაცია მანდალა • Mandala, რომელიც ანონიმურად დაგეხამრებათ ამ საკითხებში გაგიწევთ კონსულტაციას - რა ზიანი მოაქვს ამა თუ იმ ნარკოტიკს და როგორ უნდა მოიქცეთ რთულ სიტუაციაში.
3. თუ შენიშნეთ რომ ცუდად ხდებით და ძილისკენ
მიდიხართ ან ძლიერი სისუსტე გაქვთ, ეცადეთ არ დარჩეთ მარტო და სთხოვეთ თქვენ ახლობლებს მარტო არ დაგტოვონ, ნუ აჰყვებით პანიკას თუ მარტო ხართ, არ ჩაიკეტოთ ოთახში, სთხოვეთ ვინმეს რომ რაღაცა დროის შემდგომ გადმოგირეკონ და მოგიკითხონ.
4. გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ნუ გეშინიათ, ნუ ეჩხუბებით ოპერატორს, ეცადეთ სწორედ უთხრათ სად ხართ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ სთხოვეთ თქვენს ახლობელს მეგობარს ვინც იცის სად ხართ და აუხსნის ყველაფერს.
5. გამოიყენეთ ნალოქსონი (ნარკანი)თუ გაქვთ! გაუფრთხილდით თავს ნარკოტიკთან თამაში არ მთავრდება კარგად!! მით უმეტეს თუ არ იცით რა არის! ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არა აქვს! იპიატიდა მისი ანალოგები იწვევენ ზედოზირებას და არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი და იწვევს სუნთქვის და შემდგომ გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობას სიკვდილი შეიძლება დადგეს ნებისმიერი მოხმარების და დოზის დროს!!!“
წერს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, არიან დაჭრილები - ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება
🔵 აღარ გვყავს კიდევ ერთი ემიგრანტი, ძალიან კარგი თბილი სიცოცხლით სავსე, ყურადღებიანი ადამიანი...
1754221112
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო. „ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია,...
1754219548
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა - საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან
„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება“, - წერს პარლამენ...
1754217309
ახალი ამბებიაფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სად...
1754216007
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია
ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...
1754212845
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...