ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, არიან დაჭრილები - ყაზახეთში შეტაკებები გრძელდება

ყაზახეთში საპროტესტო შეტაკებების დროს ორი ბავშვი დაიღუპა, არიან დაჭრილები.
2 ბავშვი ალმათიში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა, - ამის შესახებ ყაზახეთში ბავშვთა ომბუდსმენმა, არუჟან საინმა განაცხადა.
„5 იანვარს ალმათიში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ბავშვი გარდაიცვალა. მშობლები შვილებთან ერთად სეირნობდნენ, როცა გასროლის ხმა გაისმა, რაც 11 წლის მოზარდისთვის საბედისწერო გახდა“, - თქვა არუჟან საინმა.
ასევე, ბავშვთა ომბუდსმენის ინფორმაციით, ახლა ექიმები 15 წლის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
„7 იანვარს 15 წლის მოზარდი მძიმე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ალმათის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან. მოზარდი მამასთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა, როცა მათ მანქანას ესროლეს“, - თქვა ომბუდსმენმა.
მედიაში გავრცელებული, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, აქციების დროს 17 წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო KazTAG იტყობინება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 22 წლის ქართველი დაიღუპა ყაზახეთში, მასთან ერთად დაიჭრა მისი ორი მეგობარი. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წყარო: globalhappenings.com
მსგავსი თემები:
🔵 მას ორი ტყვია მოხვდა - 22 წლის ქართველი დაიღუპა ყაზახეთში
🔵 ყაზახეთში, პროტესტის დროს 5 800 ადამიანი დააკავეს
🔵 BBC: ყაზახეთში რუსეთი გაგზავნის 45-ე ბრიგადას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა
1754221112
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სექტემბერში შოვში მემორიალი გაიხსნება და ასევე დაგეგმილია ტაძრის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებისა და აქაური მოსახლეობისთვის, რომ ამ ტრაგედიასთან ემოციური კავშირი ჰქონდეთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულებს პატივი მიაგო და პანაშვიდს დაესწრო. „ამ ადგილზე ყველას გვახსენდება ორი წლის წინანდელი მზიმე დღეები, სტიქია,...
1754219548
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: დადასტურებული თაღლითობის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, ისეთი დაუდევარი და ბრიყვი იყოს ხაზარაძე, რომ სახლის გაქირავების გადასახადი დაემალა - საქმე გვაქვს პოლიტიკურ კორუფციასთან
„ამ დრომდე, რაც ირკვევა ხაზარაძის ოჯახისა და გერმანიის საელჩოს სკანდალზე, არის ის, რომ საერთოდ არაფერი ირკვევა. საზოგადოებამ არ იცის, არის თუ არა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება“, - წერს პარლამენ...
1754217309
ახალი ამბებიაფხაზეთის მთავრობის წევრები ათონის მთაზე აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი რუხაიას ბერად კურთხევას დაესწრნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ათონის მთაზე იმყოფებოდნენ, სად...
1754216007
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის პოლიტიკური კორუფცია
ის, რომ პოლიტიკური ლიდერის ოჯახისგან ქირაობ ფართს და შემდეგ მასვე დაჰყვები მხარდასაჭერად, არის უპატივცემულობის მწვერვალი, ყველანაირი ეტიკეტის დარღვევისა, ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ის, რომ სარგებლ...
1754212845
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვების მოთხოვნაზე: 2017 წელს კონსტიტუციაშიც შევიტანეთ შესწორება და დავაკონკრეტეთ რა არის ქორწინება, მაშინ ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს გამოგონილი თემებია
შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტერსონის განცხადებას, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაუშვას ერთნაირსქესიანთა ქორწინება და უზრუნველყოს ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა, თავდ...