თინა ხიდაშელი: „ფარული მიყურადება, თვალთვალი და დევნა ადამიანების არ არის „ქართული ოცნების“ მოგონილი და არც მათ წიაღში წარმოშობილი ამბავი, იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“
„ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ფარული მიყურადება, თვალთვალი და დევნა ადამიანების არ არის „ქართული ოცნების“ მოგონილი და არც მათ წიაღში წარმოშობილი ამბავი, იმავეს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“და ამით იყო დაკავებული ყველა ხელისუფლება საქართველოში და ამიტომაა სულ რომ ვამბობთ, ეს საბჭოთა კავშირი არ დამთავრდა საქართველოში, რომ კოალიციური მმართველობა არ იყოს მთავარი საყრდენი ქვეყნისთვის.
პირველ რიგში, მთავარი განსხვავება, რომელიც არის ხელისუფლების ამ კონკრეტულ შემადგენლობასა და ყველა სხვა წინამორბედ ხელისუფლებას შორის, რომელიც გვყოლია, არის ის, რომ ესენი არც კი ცდილობენ უარყოფას ამ ამბის.
ამათი მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ ყველას უსმენენ. მმართველმა პარტიამ არ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს. სუფთა საბჭოთა „კაკებეშნიკური“ ამოცანაა, ადამიანები დააპირისპიროს ერთმანეთთან.
ის ჩანაწერი გაცილებით გრძელია. მხოლოდ ის ნაწილი გაუშვეს, რომელიც სავარაუდო, მათი აზრით, ემსახურებოდა იმას, რომ 2 ოპოზიციური ტელევიზიის წარმომადგენლები ერთმანეთთან არაჯანსაღ ურთიერთობებში შევიდნენ, იმ დიალოგის გამო, რომელიც მოვისმინეთ. უცნობი როგორც ყოველთვის – ფორმაშია, მორიგი „ვაჭრობის რეჟიმი“ აქვს დამდგარი. როგორც ჩანს, ცდილობს რაღაცის დამტკიცებას ვიღაცისთვის“, – თქვა „ტვ პირველთან“ „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელმა თინა ხიდაშელმა.
გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მთავრობის ხალხმა იმგზავრეთ ერთი მატარებლით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ ერთი“ - ალეკო ელისაშვილი
1782738320
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული...
1782736259
ახალი ამბებინინო წილოსანი: როდესაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ საქართველოს ირანთან მინიმალური კომუნიკაციაც კი ყველაზე ანტიდასავლურად წარმოაჩინონ, ეს არის ნამდვილად სავალალო
„ჩვენს ოპონენტებს ბევრს ვერაფერს დავეკითხებით, ისინი შეეცდებიან, რომ ახლა ყველანაირად მათთვის სახარბიელო ჭრილში წარმოაჩინონ ირან-სომხეთის ურთიერთობა“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსა...
1782735170
ახალი ამბები„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - საქველმოქმედო ფონდ ქართუს დაფინანსებული და ფონდ „განვითარება და გარემოს“ მიერ შესრულებული მასშტაბური რეკრეაციული პროექტი დასკვნით ეტაპზეა. უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდ...
1782732989
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკას ეწვია. ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ნ...
1782730684
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბექა დვალს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შ...




























