"თითქოს მე-12 დაწესებულების ტერიტორიაზე ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიცრუეა" - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს N12 დაწესებულების ტერიტორიაზე განსაკუთრებული მობილიზებაა და ხდება სპეცრაზმისა და პოლიციის კოლონების შეყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება.
მათივე განცხადებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კადრები, რომელიც გავრცელდა, არის არა N12 დაწესებულების ტერიტორია, არამედ რუსთავში მდებარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა.
"ინფორმაციისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პირველ ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვის მიზნით გამოეყო დამატებითი ძალები, რომელიც განთავსებული არის სწორედ ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზაზე.
გავრცელებულ კადრებშიც სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალების როტაციის პროცესია ასახული და რაიმე განსაკუთრებული მობილიზება N12 დაწესებულების მიმდებარედ არ ხდება", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1749048594
საზოგადოებანათია თურნავა: მონდომებულები ვართ, რომ სებ-სა და სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გაძლიერდეს
ჩვენი [ეროვნული ბანკის] მმართველობითი სტრუქტურა სტაბილურია და კითხვის ნიშნებს არ იწვევს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ. მისი თქმით, სავალუტო მისიას აღუთქვეს, რომ გაგრძელდება...
1749048191
საზოგადოებაპარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხი განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1749047237
სპორტიგიორგი ლორია - სანაკრებო კარიერა დავასრულე, მადლობა საქართველო
„დინამო არენაზე“ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული გუნდის მეკარე გიორგი ლორია იმყოფებოდა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. „17 წელ...
1749045141
საზოგადოებაიტალიაში გზის გადაკეტვა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი, რომელიც სხვა ზომებთან ერთად, გზების გადაკეტვისა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანების კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. სენატმ...
1749045037
ახალი ამბებივახტანგ ცინცაძე: პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დ...