თორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერლიანმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ დროს მამიდამისი, რუსიკო გერლიანი 2006 წელს ეზოში „დეშეკათი“ დაცხრილეს, რაზეც თქვეს, რომ გათვალისწინებული მსხვერპლი იყო და არაუშავსო.

მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პირადად დაემუქრა მოსახლეობას, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, თავისი დანით გამოჭრიდა ყველას ყელს.

„თავდაცვის სამინისტრო შემოვიდა ვერტმფრენებით, ოპერაცია რომ დაიწყო კოდორში, ასე ეძახდნენ „კოდორის ხეობის განთავისუფლებას“, მაშინ დაიწყეს სახლების დაბომბვა. ვერტმფრენებიდან ესროდნენ რაკეტებს სახლს და ასევე ტყვიამფრქვევები აქვს ვერტმფრენს ორივე მხრიდან და არის მსხვილკალიბრიანი ტყვია, 50 კალიბრის, არ არის ადამიანზე გათვლილი, ეს არის ტექნიკის გასაჩერებლად და როგორც კი გამოვიდა, სახლს რომ ბომბავდნენ, გარეთ გამოვიდა ქალი, 49 წლის, მთიდან იყო ახალი ჩამოსული და პირდაპირ სამი სიტყვა ამოატარეს. ორი ჰქონდა მუცელში მოხვედრილი, ერთი ყელში და რომ შემოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პირადად ოქრუაშვილმა ჩხალთაში თქვა, რომ, აბა, რა გეგონათო თქვენო, ჩვენო ასე უბრალოდ ვიძახდითო, რომ ყველაფერს გავაკეთებთო?! მერე ერთი ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა, რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, რამე უბრალოდ წინააღმდეგობა იქნებაო, დანა ჰქონდა ფეხზე მობმული, ტაქტიკური სამაგრი ჰქონდა, ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა მინისტრს! ერთ მხარეს იარაღი ჰქონდა, მეორეზე დანა. აიღო ეს დანა და ანახა, ძალიან დიდი დანა იყო და ამ დანით გამოგჭრითო ყელს, თან შენობით მიმართა, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო და გამოგჭრით ყველას ყელსო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო. თან მადლობა თქვითო, რომ ერთი ქალი დაიღუპაო და არა 10 და 20 და 30, თორემ თქვენ სადაც დგახართ, ის მიწა უნდა დაიწვას წესითო, იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდით ცენტრალურ ხელისუფლებასო“, - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია