თორნიკე რიჟვაძის მამა მასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე, მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული.
ის აჭარის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც „პრაიმტაიმთან“ დავით რიჟვაძემ განაცხადა, ის არავის დაუკავებია და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არავის არ დავუკავებივარ, ვიმყოფები ოჯახში, არც არავის არ დავუბარებივარ. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე დაკავებული თანამდებობა. ამ ეტაპზე არაფრით არ ვარ დაკავებული. მეტი ყურადღება და დრო მინდა დავუთმო საკუთარ თავს და ოჯახს.
32 წელი ღირსეულად, ჩემს ღირსეულ კოლეგებთან ერთად, ვემსახურე ამ რეგიონს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულიად საქართველოს. ამაყი ვარ იმ 32 წლით, რაც ვიმსახურე შინაგან საქმეთა ორგანოებში“, - განაცხადა დავით რიჟვაძემ.
მან ასევე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძის მიერ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დატოვებასთან დაკავშირებითაც.
„როდესაც თანამდებობაზე იყო, პოლიტსაბჭოს წევრობა მაგას უკავშირდებოდა. თანამდებობა დატოვა, შესაბამისად დატოვა პოლიტსაბჭოს წევრობაც.
წარმატებას ვუსურვებთ მეც და ჩემი ოჯახიც განახლებულ პოლიტსაბჭოს და ვრჩებით ერთგულ ჯარისკაცებად. მეც და ჩემმა შვილმაც პირად საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება. 32 წელი ვიმუშავე, ვიმსახურე და გადავწყვიტე, მეტი დრო დავუთმო საკუთარ თავს და შვილიშვილებს“, - განაცხადა დავით რიჟვაძემ.
1746688239
საზოგადოებასოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი ნატურალური წვენების საწარმო ექსპორტს 40 ქვეყანაში ახორციელებს
ორგანული წვენების საწარმო „Georgias Natural“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში, ჯამურად,...
1746687496
საზოგადოებასამოქალაქო ავიაციის სააგენტო: 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა
2025 წლის საწყის ოთხ თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ. სულ გადაყვანილ იქნა 2 189 558 მგზავრი, რაც 13%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზ...
1746686617
ახალი ამბებიფსიქოლოგიური ძალადობით და მუქარით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა - ტრეფიკინგის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრ...
1746685117
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული...
1746684417
ახალი ამბებიროგორი ამინდი იქნება საქართველოში 8 მაისს
8 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +13 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთში კი იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც წვიმაა, დღისით ჰაე...