ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას.
ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე წლებია არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს.
ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა მოაწერეს, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები.
შეგახსენებთ, რომ 3 ოქტომბერს ამომრჩევლები ახმეტის, ვანის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
1790595835
საზოგადოებამებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნი...
1790594735
საზოგადოებაინგა გუდაძე მერაბ მეტრეველზე: „ნაცების“ მწამებელი პროკურორის სიძემ მოგვიწოდა, ნაკრების თამაშზე უკრაინის ჰიმნი ვიმღეროთო, ჩვენ რომ გვბომბავდნენ, ზელენსკი დაგვცინოდა - ამათი უსამშობლობა ზენიტშია
„ჩვენ რომ 2008 წელს გვბომბავდნენ, ზელენსკი სკეჩებს წერდა და დაგვცინოდა, 2010 წლის 9 მაისს კი რუსეთში, წითელ მოედანზე, მეგობრობის ნიშნად უკრაინელი ჯარისკაცები დააბიჯებდნენ და ვლადიმერ პუტინს „ჩესტს“ უღ...
1790593607
საზოგადოებადროგამოშვებით ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებშ...
1790592867
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა
ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გა...
1790592255
საზოგადოებანინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს
არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მო...



























