მიხეილ სააკაშვილი: 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, ჩემს მოსაკლავად

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა „არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად“, არამედ ქვეყნის დასანგრევად და მის მოსაკლავად.

სააკაშვილის განცხადებით, განსხვავებით 90-იანი წლებისგან, საქართველოს 2008 წელს ჰყავდა ნამდვილი ჯარი, რისთვისაც რუსეთს თავისი სამხედრო ძალების სრული მობილიზაცია დასჭირდა.

„2008 წელი იყო სრულიად საპირისპირო, განსხვავებით 90-იანებისგან, ამჯერად გვყავდა ნამდვილი ჯარი, რუსეთს მოუწია ნიღბის ჩამოხსნა და მთელი თავისი შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და არა ვიღაცის ხელით მოქმედება და ღია აგრესიის განხორციელება. რითაც წარმოუდგენელი ზიანი მიაყენა საკუთარ რეპუტაციას, შემოვიდა, რა თქმა უნდა, არა ნიქოზის, თამარაშენის, კოდორის სამიოდე, პრაქტიკულად ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, შემოვიდა ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად, საქართველოს დასაპყრობად, ჩემს მოსაკლავად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790593607

საზოგადოება

დროგამოშვებით ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებშ...

ამინდი

1790592867

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გაუნახევრდა

ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა კარგად შიფრავს ამ აგენტურის გადალაგების სქემებს და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს ის, რომ გახარიას გაუმესამედდა ამომრჩევლის რაოდენობა 2025 წელს, ხოლო „ლელოს“ გა...

ლევან მაჭავარიანი

1790592255

საზოგადოება

ნინო წილოსანი: არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიად ფორმირებული „გახარია“ და „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ფოთოლია, მათმა უცხოელმა პატრონებმა სწორედ ეს როლი მიანიჭეს და გაუნაწილეს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის მო...

ნინო წილოსანი

1790590903

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1790590501

საზოგადოება

გაგრაში დააკავეს აფხაზი, რომელმაც რუსი ტურისტი მოკლა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში გუდაუთის 25 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელსაც რუსი ტურისტის მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას AMRA-life ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, გუდაუთის მკვიდრი ედუარდ ა...

გაგრაში აფხაზეთის მკვიდრი დააკავეს