ცესკო EPDE-ს განცხადებაზე - უსაფუძვლო ბრალდებების არაერთგზის ტირაჟირება საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა

საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ EPDE-ის მორიგი დეზინფორმაციული განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ორგანიზაციის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

„ორგანიზაციის მოწოდებები ცესკოს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, მის კომპეტენციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ვინაიდან წარმოუდგენელია, ორგანიზაციამ, რომელიც, როგორც მინიმუმ, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა საქართველოში, არ იცოდეს, რომ არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაციის კრიტერიუმები და მათი უფლებები საჯაროა და განთავსებულია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. იგივე შეიძლება ითქვას იმ ხარჯებთან მიმართებით, რომელიც ცესკოს მიერ მოწვეულ საზღვარგარეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა ვიზიტებს უკავშირდება. აქ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებზე დაკვირვებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ მის კოლეგებს საზღვარგარეთიდან და არა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ პრაქტიკის შესაბამისად მონაწილეობს საქართველოს ცესკოც მსგავსი ტიპის არაერთ მისიაში - ეს ფაქტიც კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს.

გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, სადაც ის ითხოვს, რომ ცესკომ „რეკომენდაცია გაუწიოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სტანდარტებზე დაფუძნებული მისიის გარეშე განხორციელებული საჯარო თვისებრივი შეფასებებისგან“. გვინდა, შევახსენოთ EPDE-ის წარმომადგენლებს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების მოწვევა არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო კარგი პრაქტიკაა. თუმცა, მაგალითად, გასულ წელს, მაშინ, როცა EPDE თავად აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს, აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია და არც რაიმე ტიპის დარღვევად ჩაუთვლია. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ იქცა პრობლემად დღეს ის, რაც გასულ წლებში არ მიიჩნეოდა ასეთად. უფრო მეტიც, EPDE-ს ე.წ. „ფეიქ დამკვირვებელთა“ სიაში მოხვდნენ ჩვენი კოლეგები საზღვარგარეთიდან, რომლებსაც მისიის ფარგლებში საერთოდ არ გაუკეთებიათ რაიმე ტიპის შეფასება, ნაწილმა კი მხოლოდ პროფესიული კუთხით, ტექნიკურ ნაწილში შეაფასა პროცესი. ამდენად, გაუგებარია, რომელი სტანდარტით ხელმძღვანელობს EPDE, როცა ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენიებს, თუნდაც მხოლოდ მათი ქვეყანაში ყოფნის ფაქტის
გამო.

ცესკოს მიმართ EPDE-ს კიდევ ერთი მოწოდებაა, „შეუერთდეს დაინტერესებულ მხარეებს დროული და სრულმასშტაბიანი ODIHR-ის მოწვევების წასახალისებლად და მომავალ საარჩევნო ციკლში ძლიერი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების სადამკვირვებლო პროცესის ხელშესაწყობად“. კომპეტენტურმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით ოდირის მოწვევა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. ამის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა ეთანამშრომლა მისიასთან. აქვე გვინდა, შევახსენოთ EPDE-ს წარმომადგენლებს, რომ ქართული არჩევნების ისტორიაში ყოფილა პრაქტიკა (2008 წ.), როცა ეუთო/ოდირს სადამკვირვებლო მისიამ ქვეყანაში ჩამოსვლა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვება დაახლოებით იმ ვადებში შეძლო, რა ვადაც მათ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ჰქონდათ მისიის ფორმირებისთვის.

ამასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია განსხვავებით თავად EPDE-სგან, არ ახდენს სადამკვირვებლო ორგანიზაციების სეგრეგაციას რაიმე ნიშნით. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ გაუგებარია, რატომ მიიჩნევს EPDE „ძლიერ“ სადამკვირვებლო ორგანიზაციად მაგალითად ISFED-ს, რომელმაც როგორც ყველასთვის ცნობილია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარალელური დათვლის არასწორი შედეგი გამოაქვეყნა, ხოლო 2024 წელს, როცა ნათელი გახდა, რომ მისი მონაცემი ოფიციალურ მონაცემებთან თანხვედრაში იყო, საერთოდ არ გამოაქვეყნა ის. ისმის კითხვა - იმიტომ ხომ არ არის ISFED მათთვის უპირობოდ სანდო, რომ ის EPDE-ს წევრია. საინტერესოა, რომელ საერთაშორისო სადამკვირვებლო სტანდარტს აკმაყოფილებს პარალელური დათვლის შედეგებით მანიპულირება, ისევე, როგორც საინტერესოა, დასახელებულ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა წუხილი EPDE-ს და გამოხატა თუ არა ეს რაიმე საჯარო ფორმით.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციას ახორციელებს კანონის დაცვით და 4 ოქტომბრის არჩევნებზე ყველა მსურველს, ვინც კანონით დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ჰქონდა საშუალება, დაკვირვებოდა საარჩევნო პროცესს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ საკითხით მანიპულირება და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა ნიშნით დაყოფა, მათ შორის მათი „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოხსენიება, პროცესის მიზანმიმართულ დაზიანებას ისახავს მიზნად.

შევახსენებთ EPDE-ს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალპროფესიულ დონეზე და მას აკვირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნების შედეგები აღიარეს მასში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს EPDE-ს — იმოქმედოს საკუთარი სახელწოდებისა და დეკლარირებული ღირებულებების შესაბამისად: უზრუნველყოს ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პატივი სცეს სახელმწიფოთა სუვერენულ ინსტიტუციებს.

აღვნიშნავთ, რომ EPDE-ს განცხადებები ვერ ჩაითვლება სანდოდ და აღიქმება, როგორც საარჩევნო პროცესის მიზანმიმართული დაზიანების მცდელობა, რათა გადაიფაროს წარმატებით ჩატარებული არჩევნები და შეარყიოს საზოგადოების ნდობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართ“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761033540

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთ...

ირაკლი კობახიძე

1761032790

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად

სალომე ზურაბიშვილი, გიგაური, ლომჯარია და სხვები, თუ ბრიუსელში რაიმე გავლენას ახდენენ და ზოგადად ყურადღებას აქცევენ ამ დონის ე.წ. პოლიტიკოსებს, იმიტომ არის ბრიუსელისა და ევროკავშირის საქმე კარგად, - გა...

ირაკლი კირცხალი

1761032762

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სოფო ხორგუანის განცხადებაზე, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო გახარიას პარტიის რეიტინგი ლეგიტიმური: ღიმილის მომგვრელია, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური

მათემატიკაში „ძალიან ძლიერად“ არიან. ღიმილის მომგვრელია ეს განცხადება, რომ მათი 8% არის ლეგიტიმური, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წარმომადგენლის ს...

ირაკლი კირცხალია

1761032735

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ისევ ის დუმილი, რომელიც ძალიან ხმამაღალი სიტყვაა, ძალიან ხმამაღალი კომენტარია და ძალიან ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელ წახალისებასაც, სამწუხაროდ ვხედავთ დღევანდელი ბრიუსელისგან

ყველაზე მთავარი რა დასკვნაც შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი შეხვედრიდან და შემდეგ განცხადებებიდან, ისევ და ისევ ის ხმამაღალი დუმილი, რომელსაც ვისმენთ ბრიუსელიდან, შემდეგ მათი წარმომადგენლობებიდან აქ,...

ირაკლი კირცხალია

1761032709

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები...

სურსათის ეროვნული სააგენტო