ცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ირაკლი ყურაშვილს და დესპანს ეკატერინე კოკაიას შეხვდნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესისა და საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი დებატები განიხილეს და მისი შედეგები შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საფრანგეთში საქართველოს საელჩო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროსტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა აქტუალურ საარჩევნო საკითხზე, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ოპერატიულად სწორი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, თუ სტრუქტურებისთვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაცია საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით 28-29 აპრილს იმყოფებოდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777623895

საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე

რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქს...

პოლიტიკოსი

1777623101

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას ს...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ

1777581870

საზოგადოება

კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ. ამის შესახებ მერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ევრო...

კახა კალაძე

1777581834

საზოგადოება

კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს. „არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც...

კახა კალაძე

1777580870

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქუთაისში, მე-19 საუკუნის კათოლიკური ტაძარი მიიტაცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ - სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ ეს უსამართლობა გამოასწოროს

„ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს ქუთაისში მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარზე, რომელიც, მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კათოლ...

ჟურნალისტი ზოგადი