შოთა ბერეკაშვილი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე: დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციის და ლოგისტიკის ნაწილში
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე შოთა ბერეკაშვილმა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, დასკვნაში აღნიშნულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ფასნამატს იწვევს. ასევე, დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებსაც, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება.
„ეს არის სამი მიმართულება და თითოეულ მიმართულებაში გაწერილია თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სისტემურად. ეს არის საშუალოვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, გრძელვადიანი სტრატეგია და მოკლევადიანი ინტერვენცია, რომ მომხმარებელმა ფასებზე შემცირება იგრძნოს. დასკვნა მოცულობითია, 104 გვერდი არის და იქ არის კონკრეტული მაგალითები მითითებული ევროკავშირის გამოცდილებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან, თუ რა მექანიზმებს მიმართეს. ამ შემთხვევაში საუბარია მსუბუქ ინტერვენციაზე, რომელიც დაფუძნებულია ბაზრის საქციელიდან, კონკურენციის გაჯანსაღებიდან, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში საუკეთესო ფასი მიიღოს მომხმარებელმა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტორში უნდა შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმები. ეს შესაძლებელია განახორციელოს კონკურენციის სააგენტომ. ბაზრის მთავარი პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურაში და საოპერაციო მოდელში, რომელშიც ის ფუნქციონირებს, სადაც იქმნება დამატებითი ხარჯები. დამატებითი ხარჯები იქმნება იმიტომ, რომ კომერციული ურთიერთობა არის ასიმეტრიული, არასამართლიანი და სწორედ არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივის ფარგლებში შესაძლებელია ამის გასწორება. ამას დასჭირდება დრო, შესაძლებელია დასჭირდეს შესაბამისი კანონი.
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას, ასევე, მოიცავს ფასწარმოქმნის ზუსტ შესწავლას. საბოლოო ჯამში ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და პრაქტიკებს. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. ჩვენ ამას კომპლექსურად ვუყურებთ იმიტომ, რომ საბოლოოდ ფასი, რომელსაც მომხმარებელი იღებს არის ამ სამი კომპონენტის ჯამი და ამათ ურთიერთობებში არსებობს ასიმეტრია, რომელიც უნდა გასწორდეს. ამათ ურთიერთობების ბიზნესმოდელი ქმნის დამატებით ხარჯებს. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში. ეს ქმნის განსაკუთრებულ მაღალ ხარჯებს. აქ განსაკუთრებული რეკომენდაციები იქნება დასკვნაში, რადგან მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, ეს თავის მხრივ შეამცირებს ხარჯებს და საბოლოო ჯამში ეს აისახება პროდუქტის თვითღირებულების, შესაბამისად, სარეალიზაციო ფასის შემცირებაში“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია შემაჯამებელ სხდომაზე კომისიის დასკვნას დაამტკიცებს. კომისიამ სამი თვის განმავლობაში, შეხვედრები 80-ზე მეტ კომპანიასთან გამართა.
1777623895
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე
რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქს...
1777623101
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას ს...
1777622688
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე და მდივანი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან...
1777581870
საზოგადოებაკახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ. ამის შესახებ მერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ევრო...
1777581834
საზოგადოებაკახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს. „არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც...



























