გურამ მაჭარაშვილი ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაზე: დოკუმენტს, უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება
„კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნას.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, ზოგადი ხასიათის მიგნებები, არ იქნება საკმარისი და შესაბამისად კონკრეტიკის დეფიციტი გამოიწვევს იმას, რომ რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან არ გვეცოდინება, ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი.
„ის, რომ ბაზარი არეგულირებს ფასებს, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე არსებობს გარკვეული ტიპის მონოპოლია. ვეთანხმები კოლეგებს, რომ ძალიან მოკლე პერიოდი გვქონდა ამ დასკვნის შესასწავლად, მინიმუმ 2-3 დღე მაინც რომ გვქონოდა, შესაძლოა პირველადი დასკვნები გამოგვეტანა. თუმცა, რაც წავიკითხეთ, არავინ ამბობს, რომ არ ვარგა დოკუმენტი, კარგი ნაშრომია, მაგრამ ეს აქტი ხომ პარლამენტის მიერ არის მისაღები, და ამ აქტით, თუ კონკრეტულად არ ვუთხრით მთავრობას, საქვეუწყებო დაწესებულებებს ან სხვა შესაბამის ორგანოებს, რა ნაბიჯებია გადასადგმელი, მხოლოდ ზოგადი ხასიათის მიგნებები, რაც სწორად წერია ამ დასკვნაში, არ იქნება საკმარისი.
შემდგომ, ჩვენ, როგორც პარლამენტარებს, გაგვიჭირდება გავაკონტროლოთ მთავრობის რომელიმე უწყება და მოვთხოვოთ, გადადგეს თუ არა კონკრეტული ნაბიჯები. ამ მიმართულებით კონკრეტიკა ნაკლებად ჩანს - ზოგადად წერია, რომ ჯანსაღი კონკურენცია უნდა დაარეგულიროს სააგენტომ, მაგრამ როგორ მოხდება - ეს უკვე დეტალებია, და სწორედ ეს დეტალები არ ჩანს. ამიტომაც მარტივად გვერდის ავლა შეუძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას და შეიძლება არც შეასრულოს კონკრეტული ქმედებები. ჩვენი პოზიცია ესაა: რეალურად ფასების რეგულირება უნდა მოხდეს - ამას ელოდება საზოგადოება. დოკუმენტს უნდა ჰქონდეს ისეთი შინაარსი, რომ შექმნას მოლოდინი, და არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ საფუძველი, იმისა, რომ ფასების რეგულირება ნამდვილად მოხდება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1777626237
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატ...
1777624353
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე: დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციის და ლოგისტიკის ნაწილში
დოკუმენტი ასახავს ბაზრის სრულ შესწავლას. ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა სურსათში. მაღალი ხარჯები გვაქვს დისტრიბუციისა და ლოგისტიკის ნაწილში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვ...
1777624269
საზოგადოებაფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფ...
1777623895
საზოგადოებამიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე
რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ „შეაგინე მიშას“ და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქს...
1777623101
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის გადამამუშავებელ არალეგალურ საწარმო ,,შაჰ ქათამს“ საქმიანობა შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ბათუმში ხორცის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმო შპს ,,შაჰ ქათამი“ (მის: ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი 205) გამოავლინეს. ინფორმაციას ს...



























