ცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერად ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან საარჩევნო პროცესში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, არჩევნების შესახებ სანდო და ობიექტური ინფორმაციის ფლობის აუცილებლობასა და ამომრჩევლის როლის შესახებ ისაუბრა.

ცესკოს თავმჯდომარემ მიმოიხილა 2024 - 2025 წლების საერთო არჩევნები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესს, მათ უპირატესობებსა და იმ გამოცდილებას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული სისტემის წარმატებით დანერგვამდე და დანერგვის პროცესში დააგროვა. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაციის გავლენასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა საპასუხოდაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360˚“ წარუდგინა და აღნიშნა, რომ გამოცემა მკითხველს აქტუალურ საარჩევნო თემებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას სთავაზობს.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკაში თავად გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ამასთან, ახალგაზრდებმა მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო თემებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლების, ინფორმირებულობისა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784877809

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1784876992

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრ...

დაკავება და ბორკილები

1784876105

ახალი ამბები

ქვემო ქართლში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებულ...

დაკავება და ბორკილები

1784875920

საზოგადოება

ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის გზის 4.3 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანის საავტომობილო გზის 4.3 კმ-იან (კმ1-კმ4.3) მონაკვეთზე...

ხევი-ვერტყვიჭალა-შორაპანი

1784873599

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება გემებს, ანაზღაურდება იმ ირანული სახსრებიდან, რომლებიც აშშ-ის მფლობელობაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნებისმიერი ზიანი, რომელიც ჰორმუზის სრუტეში მიადგება გემს, ტვირთს ან მასთან დაკავშირებულ ობიექტს, ანაზღაურდება ირანული სახსრებიდან, რ...

დონალდ ტრამპი