ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს
„ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა“, - ამის შესახებ ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ხურცილავამ დაინახა, რომ ოქრიაშვილი არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიას შეეხო, მას ჰქონდა ის რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, მისივე განცხადებით, ნიკო ხურცილავა მზად არის, ციხეშიც ჩაჯდეს.
„როცა დაინახა, რომ თავის ქვეყანას შეეხო ადამიანი და თავისი ქვეყნის ისტორიას და ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა და რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში რამდენიმე საათში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავის ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი,რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის „მოღავწეობას“, თუ რას აკეთებს გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიებს“, - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.
1784881376
ახალი ამბებიბრალდებულმა მეუღლეს დანით დაზიანებები მიაყენა, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით იძალადა საკუთარი დედის მიმართ - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, დედის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას სა...
1784880322
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
„ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია!“, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში. მისი განცხა...
1784880015
საზოგადოებასაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან მაისურაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან სოფიო იმერლიშვილთან ერთად, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკი...
1784878198
საზოგადოებამომსახურების სააგენტო: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგე...
1784877981
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა...


























