დიმიტრი სამხარაძე: მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ!
„ნიკო ხურცილავას წერილი წავიკითხე, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა. პატრიოტი და ნამდვილი ქართველი კაცია!“, - წერს „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება ადამიანის მოქმედება და აღნიშნავს იმასაც, რომ ოპონენტების გამუდმებული შეურაცხოფის ფონზე, არავის ახსოვს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ძალადობის ინიციატორი.
„ვიცი, ჩემს ამ პოსტსაც სანაცეთი აიტაცებს და თავიანთი ლაჩრული ინტერპრეტაციებით მის დამახინჯებას შეეცდება, მაგრამ სიმართლეს, როგორც ადრე, ახლაც ვერ ჩაახშობენ და ვერც დაამარცხებენ! იმის თქმა, რომ ადამიანი ძალადობის მომხრეა, აბსურდია. შეუძლებელია, ვინმეზე ძალადობის სურვილი გაგიჩნდეს ყოველგვარი მიზეზისა და გამწარების გარეშე.
არსებობს ზღვარი, რომლის გადაბიჯების შემდეგ იწყება პიროვნების, ადამიანის მოქმედება! ჩემს ოჯახს ნაცების შპინგალეტების მხრიდან ძალიან ბევრი შეურაცხყოფა უნახავს. მათ შორის, პირდაპირ მემუქრებოდნენ ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურებით.
„არიქა, სამხარაძე გვაგინებს“, „გვემუქრება“, სწორედ მაშინ ასაჯაროებდნენ მსგავს განცხადებებს, როდესაც მათ პროპორციულ პასუხს ვუბრუნებდი. ცდილობდნენ გავეტეხე, შევშინებულიყავი და გუნდისთვის მეღალატა, მაგრამ ასეთ სიამოვნებას ამ აგენტურას არასოდეს ვაღირსებდი. მათგან შემოტეულს ორმაგი ბრძოლით, დაპირისპირებითა და გაუტეხლობით ვპასუხობდი.
პასუხს იღებდნენ მაშინაც და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ! არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მე, ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრი თუ ამომრჩეველი, პირველი ყოფილიყო ვინმეზე გინების, მუქარის ან, მით უმეტეს, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი.
ვერც ერთ მსგავს ფაქტს ვერ დამისახელებთ! როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების ლიკვიდაციით გვემუქრებით, შეურაცხყოფას აყენებთ ჩვენს მეფეებს, საზოგადო მოღვაწეებს, ცდილობთ გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას და ეკლესიას ლანძღავთ, ქართველებისგან შესაბამისი პასუხი არ უნდა გაგიკვირდეთ!!! მინდა, ჩემი დეპუტატის მანდატი გამოვიყენო და, თუ ნიკო ხურცილავას სურვილი იქნება, თავდებში დავუდგე, რათა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ! აგენტურა და მათი ურჯულო მეპატრონეები ვერ გადააშენებენ ამ ქვეყანას, სანამ არსებობენ ქართული სულისკვეთებისა და ღირსების დამცველი პატრიოტები! დიდება ჩვენს სამშობლო საქართველოს!”, - წერს სამხარაძე.
1784878198
საზოგადოებამომსახურების სააგენტო: შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. „მომსახურების სააგე...
1784877981
საზოგადოებასამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა...
1784877916
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარე ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. 2026 წლის საზაფხულო ბანაკების ფარგლებში შეხვედრა ამჯერა...
1784877809
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 16 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდ...
1784876992
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრ...


























