ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოს” თავმჯდომარედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა.
ის მანამდე სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა მასშტაბური და კომპლექსური ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, ასევე თანამედროვე საინჟინრო და ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვის პროცესებს.
მას მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
საჯარო სექტორში საქმიანობის დაწყებამდე, კერძო სფეროში წამყვან მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებისა და მაღალი ეფექტიანობის მქონე გადაწყვეტილებების დანერგვაზე იყო პასუხისმგებელი.
ახალ პოზიციაზე სანდრო ცირეკიძის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ციფრული მმართველობის პროცესის წარმართვა, მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის განვითარება, სახელმწიფო სერვისების შემდგომი ტრანსფორმაცია და ინოვაციების ხელშეწყობა.
1781264810
საზოგადოება25 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება
25 ივნისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება. აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგა...
1781262503
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 13-15 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. 🌦️ უახლოეს დღეებში სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი...
1781261830
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამ...
1781260769
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯსა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება
14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც - ამერიკაში, - წერია ინფორმაციაში, რომელს...
1781260585
საზოგადოებაცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლ...


























