ცესკოს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლის შედეგები 8 ივნისს საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე და ამავე დღეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა მოსმენა.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც მიღებული რეკომენდაციები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო დახვეწა/გაუმჯობესებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებით არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.
ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ, თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა.
საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამომრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის.
1781258784
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება ამ სამი ქვეყნის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება. ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით რკინიგზის მოდერნიზაციასა...
1781257256
ახალი ამბებისამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდე...
1781256109
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...
1781254046
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...
1781252554
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს
ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. „პ...


























