პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ და ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, მათ თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვეს. ბრალდებულებმა როგორც პირადად, ასევე, იურიდიული პირის სახელით, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781260382

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, გვქონდა შესაძლებლობა, თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელისთვის სამართლებრივ დონეზე

ვიტყოდი, რომ ყველაფრის მიუხედავად იყო ნაყოფიერი შეხვედრა. მრავალთვიანი ურთიერთობის არქონის ფონზე, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ თითოეული გადაწყვეტილების მოტივაცია, კონტექსტი და ა.შ. აგვეხსნა ბრიუსელი...

ლევან მახაშვილი:

1781258784

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რაც აქვს ყირგიზეთს, ჩინეთსა და უზბეკეთს, რომლითაც მოხდება ამ სამი ქვეყნის სარკინიგზო ხაზით დაკავშირება. ეს პირდაპირპროპორციულად დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის სატვირთო გადაზიდვების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით რკინიგზის მოდერნიზაციასა...

მარიამ ქვრივიშვილი

1781257256

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდე...

დაკავებადაკავება

1781256109

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...

დაკავება, პოლიცია

1781254046

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნ...

პროკურატურა