„თუ რამე დაპირისპირება იქნება, თუ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება და პოლიციას გაუჭირდება, ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას” - მორგოშია 20 ივნისის აქციაზე

ჰომოფობიური, პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, „ალტ-ინფოს” ლიდერი კოკა მორგოშია აცხადებს, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას თავიანთი ოფისებიდან დააკვირდებიან და თუ „თუ რამე დაპირისპირება იქნება, თუ სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება და პოლიციას გაუჭირდება, ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას”, – განუცხადა „პუბლიკას“ კოკა მორგოშიამ.

მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი 2 ივლისს დაგეგმილი პრაიდ ფესტივალის გაპროტესტებაა, თუმცა „სირცხვილიასა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციასაც დააკვირდებიან.

„ჩვენ 10 ივნისიდან ისედაც გამოცხადებული გვაქვს მობილიზაცია 2 ივლისისთვის, თუმცაღა „სირცხვილიას“ ორგანიზებული აქციისთვის ჩვენც ვემზადებით. კონტრაქციას არ ვაანონსებთ, თუმცა თუ რამე დაპირისპირება იქნება და სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრება, თუ პოლიციას გაუჭირდება ყველა მოქალაქის ვალია ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დაიცვას.

20 ივნისს არსად გასვლას არ ვაპირებთ და არანაირ კონტრაქციას არ ვაპირებთ თუ დაძაბულობა არ იქნება. ჩვენს ოფისებში ვიქნებით და ფიზიკურად გარეთ გასვლას არ ვაპირებთ, რომ პროვოკაციები არ დაგეგმონ. რასაც თქვენ ნახავთ ტელევიზიის მეშვეობით იმავეს ვნახავთ ჩვენც, ჩვენი ხალხიც შორიახლოს გვეყოლება იქ და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. თუ არაფერი მოხდება და უბრალოდ გამოვლენ, გააპროტესტებენ და დაიშლებიან, ეგ ჩვენ არ გვაინტერესებს”, – ამბობს მორგოშია „პუბლიკასთან“ საუბარში.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 ნანუკას შოუ დაიხურა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵 “მათ ეს სიტყვა არ მოეწონათ ერეკლესთან მიმართებით, ახლა ირაკლისთან მიმართებაში გაიგონონ – ირაკლი ღარიბაშვილის ყველა განცხადება არის მოღალატეობრივი“ - ბერძენიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794075568

მსოფლიო

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...

 საპროტესტო აქციები

1794074400

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს

2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...

გოგა ხაინდრავა

1794071424

ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...

საქართველოს ნაკრებ

1794069132

მსოფლიო

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. კრაკოვის პოლიციის გან...

კრაკოვის ცენტრში

1794065732

ახალი ამბები

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნო...

პროკურატურაპროკურატურა