კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
„ვფიქრობ, სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. ეს არის განპირობებული იმით, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ აუცილებელია გაგრძელდეს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა.
სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს ის, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ეს ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. ჩვენი მთავარი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ ტერიტორიები და მოვახერხოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება. საქართველოს მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1785491432
ახალი ამბებიმარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. დადგინდა, რომ ინდივ...
1785490365
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ექსპერტის შეფასებით, „შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში“. „გუშინ წინ, სააკაშვილმ...
1785489254
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკ...
1785486900
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს. მისი თქმით, ხელისუფლების...
1785486004
ახალი ამბებიწინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკურ...



























