კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
მისი თქმით, იან კელი და დევიდ კრამერი არ ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას დაე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები არიან.
„ეს ორი ადამიანი - იან კელი და კრამერი ჩვეულებრივად „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, ნომრიანი აგენტები არიან. ვიცით ჩვენ ეს ყველაფერი. ისინი ემსახურებიან არა აშშ-ს, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველებს, რაც სერიოზული გამოწვევაა დღევანდელ მსოფლიოში. რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობას, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს. არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბაიდენის ადმინისტრაციას. ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის განცხადებები, რომელთაც ვისმენდით და რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილს, სიცრუეს შეიცავდა. აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1785491432
ახალი ამბებიმარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს. დადგინდა, რომ ინდივ...
1785490365
საზოგადოებადავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს „ქართული ოცნების“ გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში
ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. ექსპერტის შეფასებით, „შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში“. „გუშინ წინ, სააკაშვილმ...
1785489254
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის
საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკ...
1785486900
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ყველასთვის, ვისაც აქვს სურვილი, ამ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის თუნდაც ერთი აგური დადოს, განსაკუთრებით როცა ეს ეხება ღირებულებების შენარჩუნებას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, საინიციატივო ჯგუფის შეთავაზების შინაარსს გაეცნოს და პარტიაში განიხილოს. მისი თქმით, ხელისუფლების...
1785486004
ახალი ამბებიწინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 8.6% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისის მაჩვენებელი 7.9%-ს გაუტოლდა. დაფიქსირებული შედეგები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკურ...



























