სუსი: საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, საქმე ეხება სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტ-ანგარიშებით საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას, რაც ემსახურება საქართველოს ეკონომიკური ინტერესების დაზიანებას.
„კამპანიის მიზანია, დეზინფორმაციის გავრცელებით შეიქმნას ყალბი აღქმა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული ტურისტებისთვის არასასურველი გარემოა შექმნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა დეზინფორმაციის განთავსება, კერძოდ საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ. მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს, ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას, ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე, თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აცხადებენ სუსში.
1785943782
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: აგენტურული ოპოზიცია, თავის მდიდარ „ენჯეოებთან“ ერთად, დამოკიდებულია პატრონების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან და როგორც, ზუსტად იმას აკეთებენ
„როცა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში რუსეთის გაშავება არ იდგა. აგვისტოს ომიდან მალე ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობა გადატვირთა, როცა მოსკოვში ა...
1785941764
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავე...
1785940714
საზოგადოებასოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ირაკლი გობაძე 1000 ლარით დაჯარიმდა
სოციალურ ქსელში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ ირაკლი გობაძე სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა გრიგოლ გეგელიას მიაყენა.
1785940187
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილ...
1785938592
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...


























