სემეკის წევრი გიორგი ფანგანი: „ენგურჰესზე“ მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, ტესტირებისას მოხდა სისტემის სრულად გათიშვა, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი

დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, - წერს სოციალურ ქსელში სემეკის წევრი გიორგი ფანგანი.

მისი თქმით, დადგინდება ავარიის ზუსტი მიზეზები, რათა შემდგომში თავიდან იყოს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება.

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“, - წერს გიორგი ფანგანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი

1786607006

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...

შსს განცხადება

1786605789

ახალი ამბები

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...

 საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია

1786604215

ახალი ამბები

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო. ექიმის შეფასებით, ორი...

მიხეილ სარჯველაძე