„ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, მოვუწოდებთ სტუდენტებს საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად“ - თსუ-ს პროფესორები

„ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, მოვუწოდებთ სტუდენტებს საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად“, - ამის შესახებ განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა გააკეთეს.

პროფესორები გმობენ ძალადობას და ამბობენ რომ მზად არიან სტუდენტებთან ნებისმიერ საკითხზე ინდივიდუალურად იმუშაონ.

„ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს, სად, თუ არა უნივერსიტეტში, მნიშვნელოვანია აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის მხრიდან. სწორედ ამ თავისუფლებას ვასწავლიდით და ვასწავლით სხვადასხვა თაობის სტუდენტებს, ამიტომ განვითარებული მოვლენები არის კატეგორიულად მიუღებელი, შეუსაბამო აკადემიური/სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა - შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების ხარისხი.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, არაკონსტრუქციულ პროტესტს, რომლის შედეგად დაშავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, მათ შორის პროფესორი, ჩვენი კოლეგა, მეცნიერი.
მიგვაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების მიერ.

მოვუწოდებთ სტუდენტებს: პროტესტის შემთხვევაში საკუთარი აზრი გამოხატონ კონსტრუქციულად. გაითვალისწინონ, რომ საპროტესტო მოვლენების მიმდინარეობისას, ზოგადად პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ ადმინისტრაციულ უწყებას, არამედ აქციის მონაწილეებსაც აქვთ, რათა დაიცვან სხვათა უფლებები, არ გასცდნენ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოებს!

აქვე შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის მიერ სწავლის არადისტანციურ ფორმატში აღდგენის შემდეგ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი სტუდენტთა მხარდასაჭერად: 14 მაისიდან სწავლა გაგრძელდა ჰიბრიდულ ფორმატში, თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკისა და უნივერსიტეტის სტუდენტთა საჭიროების შესაბამისად. ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში მცხოვრები სტუდენტების საგამოცდო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობისთვის, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასატარებლად გაიხსნა რეგიონული საგამოცდო ცენტრები, საერთო საცხოვრებლები კი საგამოცდო პერიოდში გახდა უფასო; ხოლო თუ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რომელიმე სტუდენტი ობიექტური გარემოებების გამო ვერ მოახერხებს საგამოცდო პროცესში ჩართვას, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ თითოეულ ასეთ სტუდენტს და ერთობლივად ვიპოვოთ ოპტიმალური გამოსავალი.

იმ სტუდენტების მცირე ჯგუფს, რომლებიც ჯერ სწავლის განახლებას, შემდეგ კი გამოცდების ფორმატს აპროტესტებენ 20-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მათ შორის 2 შეხვედრა რექტორთან. ასევე, ჰქონდათ კონსულტაციების შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალთან. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მოვლენები განვითარდა არა დიალოგისა და შეთანხმების, არამედ ძალადობის რეჟიმში, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ვერ მიიღებს და ვერ შეეგუება უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოება“, - განაცხადეს პროფესორებმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "ოღონდ იქით ნუ დაშლი ევროკავშირს და არ გვინდა სტატუსი" - ზურაბ ჯაფარიძე

🔵 "თეთრი ძაფით ხართ ნაკერი, ბრიყვებო" - ელისო ჯანაშია "ქართული ოცნების" განცხადებებზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790234484

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს. მოსამართლე ტიმ კე...

თეთრი სახლკ

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი

1790232631

საზოგადოება

მუსიკოსი „კორძი“ გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - ვფიქრობ, ეს ნორმალური არ არის

მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც,...

კორძი კორძი

1790231369

საზოგადოება

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა...

ლევან ჟორჟოლიანი