"ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2022/03/21/12265/saakashvili_w_h.jpeg)
"მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს", – ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია. შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა მისი დაავადებიდან გამომდინარე.
შემიძლია გითხრათ, რომ წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა.
რაც შეეხება საკვებს, დაავადებიდან გამომდინარე, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა რთული პროცესია, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც.
ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად.
უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს", – აღნიშნა ჩხაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1738858175
მსოფლიო„ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის“ - თეთრი სახლი USAID-ის მიერ თანხების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების მაგალითებს აქვეყნებს
თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქ...
1738856243
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება
„თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...