„ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … უყვარხარ დაიკოს“ – დღეს გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა
დღეს, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დაბადების დღეა. ის 21 წლის გახდებოდა.
გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ჩემს მეხსიერებაში ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს.“
ცნობისთვის: 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო.
გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს.
და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს.
გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირი დააკავეს. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი.
ასევე საინტერესოა:
🔵 შაქარაშვილის დედის ემოციური წერილი შვილს: არავითარი იუბილე, მე და შენ მივდივართ სასამართლოში
🔵 „ვილოცოთ, თამაზ მეჭიაური კომაშია და არ ვიცით რა იქნება” – რა ინფორმაციას აქვეყნებს მაკა რაზმაძე
1793197971
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ...
1793196165
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
29 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვი...
1793195991
საზოგადოებაგიორგი კახიანი: ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ
ოპოზიციის სამართლებრივი არგუმენტაცია რეალურად სრულიად აცდენილია სწორ განმარტებებს, ისინი რაღაც თავისებურ ინტერპრეტაციებს აკეთებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკ...
1793194389
საზოგადოებალევან მახაშვილი: როგორც ჩანს, საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც უცხოური ფული ილექება ისეთ საქმეებში, რომელიც არის პირდაპირ პოლიტიკური მიზნებით ნაკარნახევი ან ემსახურება ძალადობრივ პროცესებს
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკომისიის მორიგ სკანდალს ეხმაურება. ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდე...
1793193712
ახალი ამბებიმარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიაში ახალგაზრდა კაცი დანით დაჭრეს. არსებული ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარის შესახებ სხვა დეტ...


























