ჟირინოვსკი მდგომარეობა დამძიმდა, იგეგმება საზღვარგარეთ გადაყვანა - რუსული მედია
რუსული მედია წერს, რომ რუსი ულტრანაციონალისტი პოლიტიკოსი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჟირინოვსკი კლინიკაშია გადაყვანილი COVID-19-ით ავადმყოფობის გამო.
რუსული მედია წერს, რომ 75 წლის პოლიტიკოსს ადგილობრივი ექიმები ვერ შველიან და მისი საზღვარგარეთის კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.
ცნობილია, რომ განიხილება მისი ისრაელის ან გერმანიის კლინიკაში გადაყვანა. ჟირინოვსკი საავადმყოფოში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებით რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვების 75%-იანი დაზიანება აქვს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, დღეს დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, დუმის დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ის დიაგნოზით.
სააგენტოებს „ტასს“ და „რია-ნოვოსტის“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ჟირინოვსკის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი აქვს, 2 თებერვლიდან იმყოფება მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია
რუსული მედიის ინფორმაციით, 2 წლის განმავლობაში, ჟირინოვსკი რუსული "სპუტნიკით" რვაჯერ აიცრა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1789996724
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6074 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6071 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომ...
1789995353
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებული გიორგი დავითაძე სისტემატურად არღვევს პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებსა და შინაგანაწესს, ქმნის კონფლიქტურ სიტუაციებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაწესებულების თანამშრომლებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. სპეციალური...
1789994004
ახალი ამბებიპოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა,...
1789993251
საზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა
იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე კ. კ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ალისუბანი) კუთვნილი ყველის საწარმო შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად დადგი...
1789992708
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: მიიღეს თუ არა დავალება, ამ სამარცხვინო ადამიანმა ასეთი განცხადება გააკეთა, არ გამოუვა ბატონ გვარამიას ასეთი სიბინძურე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, აფხაზებისა და ოსების მიმართ სიძულვილის გაღვივება საქართველოსა და მისი მოქალ...


























