ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური გიორგი ბარამიძეს მიმართავს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“, აფხაზეთის ომზე და ტყვეთა გაცვლის პროცესზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლები ხვრეტდნენ ტყვეებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც „რუსული დისციპლინით“ გამოირჩეოდა, ქართველ მებრძოლებს ატყვევებდა“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შემოსული ვეტერანთა და სხვა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჩვენი ქვეყნის ღვაწლმოსილ ადამიანთა საპროტესტო მომართვების გათვალისწინებით, სამსახურს სურს, გამოეხმაუროს გიორგი ბარამიძის აღნიშნულ განცხადებას:

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე, 1991-1993 წლებში, საქართველოს მოუწია თავდაცვითი ომის წარმოება ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში, საქართველოს ახლად ფორმირებული, თუმცა, პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი საბრძოლო მოტივაციით გამორჩეული სახელისუფლებო შეიარაღებული ძალები, მათ შორის, მოხალისეები, განსაკუთრებული თავდადებითა და სიმამაცით გამოირჩეოდნენ და დღემდე შემორჩენილია მათი გმირობის არაერთი მაგალითი. საყოველთაოდაა, ასევე, ცნობილი ის არაერთი, მძიმე დანაშაული, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს.

გიორგი ბარამიძეს გვსურს, შევახსენოთ სეპარატისტების მხრიდან, ტყვეებისადმი მოპყრობის უსაშინლესი ფაქტი -1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, დახვრიტეს მთავრობის შენობიდან, თეთრი დროშით გამოსული, უიარაღო ჟიული შარტავა და მასთან ერთად მყოფი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრები; (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები). საყოველთაოდ ცნობილია, ასევე, სეპარატისტების მიერ ჩადენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტები ქალაქ გაგრის აღების დროს.

ამასთან, აღვნიშნავთ, რომ გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. აქვე დავსძენთ, რომ გიორგი ბარამიძეს, წარსულში არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრსა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, მსგავსი განცხადების გაკეთებისას, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობა და მტკიცების ტვირთი ეკისრება, ვიდრე რიგით მოქალაქეს.

ვინაიდან აღნიშნული ბრალდებები არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, ჩნდება ვარაუდი, რომ გიორგი ბარამიძე, შესაძლოა, განზრახ ავრცელებდეს მისთვის წინასწარ ცნობილ, მცდარ ინფორმაციას.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვეტერანების სახელით, მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად.

ამასთანავე, მივმართავთ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786024317

ახალი ამბები

ჯივიპი 8 აგვისტოს, მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს

8 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, ძმები კაკაბაძეების ქუჩა N11ა-ს მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინ...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1786024214

საზოგადოება

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - მატარებლით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა

თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონ...

ირაკლი კობახიძე

1786023188

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებსა“ და „ალიანსში“ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე გარე პატრონები ცდილობენ, „ლელო“ და გახარიას პარტია ამ პროცესებს მოარიდონ, რათა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფსონი მათზე გაკეთდეს

„ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, სასიხარულოა, რომ იმ მომხრეებსაც კარგავენ, რომლებიც ტრადიციულად ჰყავდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს....

ლევან მაჭავარიანი

1786022364

ახალი ამბები

ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

5 აგვისტოს, გვიან ღამით ადიგენში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი, რომელიც „დაიჯესტის“ ინფორმაციით, სამაშველო სამსახურში მუშაობდა.  „გუშინ ღამე მოხდა ავარია, სოფ...

ადიგენიადიგენი

1786021544

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6223 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6229 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი