ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

 ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

როგორც „ტვ პირველს“ ზვიადაურის უფლებადამცველმა განუცხადა, ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა სასჯელზე შეთანხმება, რაც 6-თვიან პატიმრობას, პირობით მსჯავრს და დამატებითი სასჯელის სახედ ჯარიმას გულისხმობს.

„ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ზვიადაურს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. შუამდგომლობით და განცხადებით მე მივმართე პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება. პირობები გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, პირობითი მსჯავრი და დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური ასევე ბრალდებულია 2021 წლის 16 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზეც, სადაც, ურთიერთშელაპარაკების შედეგად მომხდარი დაპირისპირების გამო, სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან, ზვიადაურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763293207

მსოფლიო

პიტერ სიიარტო: არ გამოვიყენებთ ევროპული სამშვიდობო ფონდის ჩვენს წილს უკრაინის შესაიარაღებლად. ამის ნაცვლად, მილიონ-ნახევარ ევროს ლიბანის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად გადავამისამართებთ

 უნგრეთი ევროპული სამშვიდობო ფონდის ერთ-ნახევარ მილიონიან წილს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაცვლად, ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის. ამის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა...

პიტერ სიიარტო

1763289429

საზოგადოება

მეუფე შიო: არიან ადამიანები, რომლებიც თავის სულში ვერანაირ ცოდვას ვერ ხედავენ, ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც. ღვთის მადლით, მკვდრეთით აღდგომა შესაძლებელია, თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ

 სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა ასევე დალო...

ლლლ

1763285731

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 2...

შემთხვევები

1763283089

მსოფლიო

მექსიკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე შეტაკებისას 120 ადამიანი დაშავდა

 მეხიკოში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. შედეგად დაშავდა სულ მცირე 120 ადამიანი, აქედან 100 პოლიციის ოფიცერია. მექსიკის დედაქალაქის ქუჩებ...

მექსიკა

1763281469

საზოგადოება

„საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო 16-17 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ქ. თბილისში მცირე წვიმა...

ამინდი, შემოდგომა, წვიმა