ირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული
ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ოპოზიციის მხრიდან „იგლ ჰილსის“ პროექტის კრიტიკაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის გლობალური კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და წინ კიდევ მრავალი პროექტი აქვთ.
„მათი ინტერესი არ არის, რომ თითოეულ სახელმწიფოსთან, თითოეულ პროექტზე დადებული ასეთი კომპლექსური ხელშეკრულების დეტალები იყოს საჯარო, რადგან ეს მათ ხელს შეუშლის მოლაპარაკების წარმატებით წარმოებაში სხვა სახელმწიფოებთან.
საქართველო აღნიშნულ პროექტში მონაწილეობს, როგორც 33,33%-ს მფლობელი მხარე. გასაჯაროებულია ის ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს არ აქვს არავითარი ფინანსური ვალდებულებები პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით. უპირობო ვალდებულება ფინანსებით უზრუნველყოფის პროექტის არის „იგლ ჰილსის“ მხარეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი ტიპის არც ფინანსური, არც სხვა სახის გარანტიები სახელმწიფოს ამ შეთანხმების ფარგლებში არ აქვს გაცემული“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.
1763316192
საზოგადოებაშარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა
როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...
1763311804
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე
ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...
1763311632
საზოგადოებამეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს
რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის...
1763311490
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გახარიაზე: მოქმედი აგენტის მიტოვება ჯერჯერობით არ შედის გახარიასთვის დავალების მიმცემების ინტერესში, ამიტომაც მოხდა მისი ჯამაგირზე აყვანის კონკრეტული სქემის შემუშავება, თითქოს მკვლევრის ამპლუაში
მოქმედი აგენტის მიტოვება ჯერჯერობით არ შედის გახარიასთვის დავალების მიმცემების ინტერესში, ამიტომაც მოხდა მისი ჯამაგირზე აყვანის კონკრეტული სქემის შემუშავება, თითქოს მკვლევრის ამპლუაში, - განაცხადა სა...
1763303929
საზოგადოებაზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება...


























