მეუფე შიო: რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს
რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
მან მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევა გადასცა და ტაძარში წაკითხული სახარება განმარტა.
მისივე თქმით, თუ მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს.
„დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ორი სასწაული, თუ როგორ განკურნა მან სისხლმდინარე ქალი, რომელსაც ვერანაირი ადამიანური საშუალებებით ვეღარ კურნავდნენ და მკვდრეთით აღადგინა ახალგაზრდა გოგონა მისი მშობლების დიდი მწუხარების და ლოცვების საპასუხოდ.
ეს სისხლმდინარე ქალი მივიდა უფალთან და მისი სამოსლის კალთას შეეხო. უფალმა მას უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). უფლის ეს სიტყვები განეკუთვნება არა მხოლოდ ამ დედაკაცს, ამ ქალს, არამედ შეიძლება ეხებოდეს ყველა ადამიანს, იმიტომ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს სისხლმდინარე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ამიტომ ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ამ ცხოვრებაში მიიღო სულიერი ჭრილობები, ვინც მიისწრაფვის საღვთო მკურნალისკენ - ქრისტესკენ და სურს, მისი სამოსლის კალთას შეეხოს.
დავფიქრდეთ, განა არა ვართ ასეთი სულიერად სისხლმდინარენი? განა არ არის ჩვენი სულიც სავსე ცოდვებით, რაც არის სულიერი სნეულება, ამ სნეულებებით?
საერთოდ, ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი სცოდავს, ყველას აქვს ეს ცოდვები და სნეულებები, ამას გვასწავლიან წმინდა მოციქულები. აი, მაგალითად, იაკობ მოციქული, ძმა უფლისა, ამბობს: „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ“ (იაკ. 3, 2). ასევე წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც წერს, რომ „თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არა გვაქვს, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში“ (I ინ. 1, 8 ). კარგია, როცა ვხედავთ ამ ცოდვებს, მაგრამ ბევრ მათგანს ხომ ვერც ვხედავთ, ანუ ნაწილს ვხედავთ, ნაწილს ვერა. რატომ? ისე ვართ შეზრდილნი ამ ცოდვასთან, რომ უკვე ვეღარც ვასხვავებთ, სად არის ჩვენი სული და სად არის ცოდვა; მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო მძიმე სულიერ მდგომარეობაში არიან. ისინი საერთოდ ვერ გრძნობენ, საერთოდ ვერ ხედავენ ვერანაირ ცოდვას თავიანთ სულში. ამას უწოდებენ სულიერ სიკვდილსაც, როცა ადამიანს სული მკვდარი აქვს, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს.
როგორ ვლინდება ეს? - ადამიანი აკვირდება თავის თავს, მაგრამ ცოდვებს ვერ ხედავს; ამბობს, რომ არ აქვს ცოდვა, არ სცოდავს. ალბათ, არაერთი მოძღვარი დამეთანხმება, რომ ჩვენს სამოძღვრო პრაქტიკაში გვქონია შეხვედრები ასეთ ადამიანებთან. საოცარია, რომ აღსარებაზეც კი ყოფილან ასეთები, ან მათთან მიუყვანიათ მღვდელი და უთქვამთ: „მე არაფერს ისეთს არ ვცოდავ“, ან „მე წესიერი ადამიანი ვარ, ცოდვები არ მაქვს“ და ა. შ. რას ნიშნავს ეს? - ადამიანს სული პარალიზებული აქვს, როგორც დამბლადაცემული ადამიანი ვეღარ გრძნობს ფიზიკურ ტკივილს, ასე არის ესეც: ადამიანს სული მკვდარი აქვს და ვეღარ გრძნობს ამ თავის სნეულებას და ცოდვას. ასეთი ადამიანის გაცოცხლებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა და მადლი სჭირდება.
უფალ იესო ქრისტეს გარშემო იყო ხალხმრავლობა და ამ სისხლმდინარე ქალს ეგონა, რომ ამიტომ შეუმჩნეველი დარჩებოდა მისი სნეულებაც, ქრისტეს შეხებაც, რადგან რჯულით აკრძალული იყო ასეთ მდგომარეობაში ის, რაც მან გააკეთა. უეცრად ესმის მაცხოვრის სიტყვები: „ვინ შემეხო მე?“ (ლკ. 8, 45). წარმოიდგინეთ ამ ქალის მღელვარება, მას ეგონა, რომ ახლა ყველაფერი გამჟღავნდებოდა და მას მოელოდა სასჯელი. ამიტომ დაიჩოქა ქრისტეს წინაშე და ყველაფერი უამბო. უფალმა კი უთხრა: „ნუ გეშინია, ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით“ (ლკ. 8, 48). აი, რა ძალა აქვს, ძვირფასო ძმებო და დებო, ცოცხალ რწმენას და ასეთი რწმენით ქრისტესთან მიახლებას.
იქვე იყო იაიროსი, სინაგოგის წინამძღვარი, რომელსაც შვილი უკვდებოდა. მან დაუჩოქა მაცხოვარს და სთხოვა, მასთან სახლში მისულიყო და გოგონა განეკურნა. ამ დროს მოდიან მისი მსახურები და ეტყვიან, რომ გოგონა გარდაიცვალა და არ ღირს მოძღვრის შეწუხება. უფალმა რომ დაინახა მისი დიდი მწუხარება, უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება შენი შვილი“ (ლკ. 8, 50). აი, როგორი საოცარი სიტყვებია! რა სანუგეშო სიტყვებია ჩვენთვის განსაცდელისა და მწუხარების ჟამს, დაეჭვების თუ ორჭოფობის ჟამს, რომ ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და უფალი შენთან იქნება, არასდროს მიგატოვებს.
მაშასადამე, ძვირფასო ძმებო და დებო, სახარების ეს ეპიზოდი გვასწავლის, რომ ღვთის მადლით შესაძლებელია ჩვენი განკურნებაც და მკვდრეთით აღდგომაც, თუ ამას მოვინდომებთ და გვექნება რწმენა, რომ ეს შესაძლებელია.
და კიდევ: ეს დედაკაციც და იაიროსიც მიდიან მაცხოვართან და უჩოქებენ მას. ეს ნიშნავს, რომ დიდი სიმდაბლითა და დიდი რწმენით ევედრებოდნენ უფალს. ესეც მაგალითია ჩვენთვის, რომ თუ ჩვენც ასეთი მტკიცე რწმენით და სიმდაბლით მივეახლებით მაცხოვარს და შევთხოვთ ცოდვების მიტევებას და განკურნებას, იგი შეგვინდობს და განგვკურნავს, რამეთუ ის არის მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა“, - განაცხადა მეუფემ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
ამასთან, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხერხაძეების გვარი დალოცა.
1763316192
საზოგადოებაშარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა
როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...
1763311804
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე
ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...
1763311706
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული
ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...
1763311490
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გახარიაზე: მოქმედი აგენტის მიტოვება ჯერჯერობით არ შედის გახარიასთვის დავალების მიმცემების ინტერესში, ამიტომაც მოხდა მისი ჯამაგირზე აყვანის კონკრეტული სქემის შემუშავება, თითქოს მკვლევრის ამპლუაში
მოქმედი აგენტის მიტოვება ჯერჯერობით არ შედის გახარიასთვის დავალების მიმცემების ინტერესში, ამიტომაც მოხდა მისი ჯამაგირზე აყვანის კონკრეტული სქემის შემუშავება, თითქოს მკვლევრის ამპლუაში, - განაცხადა სა...
1763303929
საზოგადოებაზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დააკავეს, საპროცესო შეთანხმება...


























