ზვიად კუპრავა: ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია, დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ

 ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია, - აცხადებს ოპოზიციონერი, ზვიად კუპრავა, ვიდეო მიმართვაში, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კუპრავას განცხადებით, 500-დან ერთი პუნქტის გარღვევას ექნება დომინოს პრინციპი, რაც გამოიწვევს რეჟიმის დამხობას.

„როგორ ვახერხებთ ამას - 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით, გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“, - აცხადებს კუპრავა.

მისივე თქმით, კომპრომისზე მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა და 5 ოქტომბრამდე სახლში იჯდება, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებს.

„ვიღაც, ალბათ, იფიქრებს, დაგიჭერენო, ვერ დამიჭერენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე დამიჭიროს, ან ვინმე დაიჭიროს და მეორე - თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, საკრებულოს არჩევნებზე მისი სტრატეგიული ამოცანა მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული, შესაბამისად, ის მაინც დაემხობა.

არის კიდევ მესამე გზა - თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე, როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, ბატონო ივანიშვილო, გნებავთ, ვაჭრობა დაარქვით, გნებავთ, მუქარად მიიღეთ, თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759252943

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

 ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, - განუცხად...

ირაკლი კობახიძე

1759251053

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს

 დღეს საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს... იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1759250986

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი Responsible Statecraft-თან: იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვაბრალებენ, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე

 იგივე მედიასაშუალებები, რომლებიც ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნას გვდებენ ბრალად, იდენტურ ტყუილს ავრცელებდნენ პრეზიდენტ ტრამპზე, - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუში, რომელიც მან გავლენია...

მიხეილ ყაველაშვილი

1759250919

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 13 წლის წინ ქვეყანა განთავისუფლდა ქართულის მოძულე რეჟიმისგან - შიდა თუ გარე წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი შრომით, ქვეყნის სიყვარულით და საქმის ერთგულებით ვცდილობთ სახელმწიფოს შენებას. ხალხი ამას ხედავს

 ხვალ 1 ოქტომბერია. 13 წლის წინ ჩვენი ქვეყანა განთავისუფლდა ყველაფერი ქართულის მოძულე რეჟიმისგან და სხვათა თამაშებში საქართველოს პაიკად გამოყენების როლისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი

1759250735

საზოგადოება

კახა კალაძე: „პარაგრაფ თაბორი“ გამორჩეული არქიტექტურით და უნიკალური მდებარეობით მალე ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება

 დედაქალაქში სასტუმრო კომპლექსი „პარაგრაფ თაბორი“ გაიხსნა, რომელიც ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. გახსნის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პა...

კახა კალაძე