"16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში... მეთაურმა სცადა სახლში გაეშვა, არ მიდიოდა..." - ამირან სალუქვაძე ილია ელოშვილზე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში, თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და წერს:

"ერთი შტრიხი ილია ელოშვილის ბიოგრაფიიდან.

დღეს მომიყვა მისმა მაშინდელმა მეთაურმა.

16 წლის ასაკში წავიდა აფხაზეთის ომში.

მეთაურმა სცადა სახლში გაეშვა.

არ მიდიოდა.

ბოლოს უთხრა, გიბრძანებ და ბრძანება უნდა შესრულდესო.

ილიას ისღა დარჩენოდა, სახლში წასულიყო.

ორი კვირის შემდეგ, ისევ ჩადის აფხაზეთში, თავის ნაწილში.

მეთაური ეკითხება, რატომ ჩამოხვედიო, ხომ გიბრძანე სახლში წასვლაო?

ილიამ უპასუხა, ბრძანება შევასრულე, სახლში წავედი და ისევ ჩამოვედიო.

მგონი ბევრზე მეტყველებს?!

დასანანია...

ოჯახს და ახლობლებს გაძლებას ვუსურვებ და გულით ვუსამძიმრებ", - წერს სალუქვაძე.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

დავკარგე მეგობარი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი - კალაძე ელოშვილის გარდაცვალებაზე 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790235730

ახალი ამბები

პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.   „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარ...

პროკურატურა

1790235469

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და რის გაჟღერებასაც ჩვენ დეპუტატთა პალატასთან სათანადო შეხვედრის პირობებში ვაპირებთ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქართული მხარის სიმართლე დაინახოს და გაიგოს ყველა ჩვენმა პარტნიორმა ევროპაში, ამჯერად ლუქსემბურგმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში საპროცედურო საკითხთა და წესების კომი...

დავით მათიკაშვილი

1790234484

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღუდგინოს თეთრ სახლში შესასვლელი აკრედიტაცია ტელეკომპანიებს CNN-ს, MS NOW-ს და გამოცემა Politico-ს. მოსამართლე ტიმ კე...

თეთრი სახლკ

1790234093

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი – უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღება არის წიგნში ჩასაწერი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს

„ეს არის საუკეთესო, წიგნში ჩასაწერი მაგალითი იმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს და ეროვნულ ინტერესზე ზრუნავს“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განა...

ლევან მახაშვილი

1790232677

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევ...

ლევან ჟორჟოლიანი